რათქმაუნდა- მ ო ტ ი ვ ა ც ი ა!
ჩემთვის მოტივაცია ყველაფერია - იგი აუცილებელია საქმის დასაწყის ეტაპზე, საჭიროა საქმის კეთების პროცესში და ბოლოს გამორიცხულია მის გარეშე საქმის ბოლომდე მიყვანა.
ყოველთვის ვცდილობ, როცა რამის სწავლას ან კეთებას ვიწყებ , რაც შეიძლება უფრო მეტი მიზეზი გამოვძებნო და საკუთარი თავი მაქსიმალურად მოტივირებული გავხადო. თუმცა ხდება ხოლმე ისეც , რომ გარემო და ადამიანები ირგვლივ- ახშობენ ჩემს ამ მოტივაციას და ვრჩები ბედის ანაბარა. იმისათვის , რომ თქვენმა მოტივაციამ გაუძლოს გარემო პირობებს , საკუთარ სიზარმაცეს და შინაგან კონფლიქტებს - იგი მაქსიმალურად უნდა გაამყაროთ!
მე გეტყვით ჩემთვის რას უნდა აერთიანებდეს მყარი მოტივაცია:
მიზანს - რა არის საქმის წამოწყების/სწავლის დაწყების/სამუშაოს შესრულების მთავარი მიზანი
სარგებელს-რა სარგებელი გექნებათ საქმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში. უნდა მოიცავდეს როგორც მატერიალურ/ისე არამატერიალურ სარგებელს.
ამ ორი კომპონენტის რაოდენობა - პირდაპირ უდრის მოტივაციის ხარისხს- ანუ რაც მეტი მიზანი და სარგებელი არსებობს- მით მყარია თქვენი მოტივაციაც.
ახლა ის დროა ეს ჩემი თეორია - პრაქტიკული მაგალითით გავამყარო.უკვე მესამეჯერ დავიწყე ინგლისურის სწავლა: პირველად როცა დავიწყე - ვიცოდი რომ მჭირდებოდა ეს ენა, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი რაში(თანაც პარარელურად კიდევ 2 ენას ვსწავლობდი და ჩემი უახლოესი მიზნები არ იყო ინგლისურთან დაკავშირებული), მეორეჯერ - ვიცოდი , რომ სამსახურის პოვნაში უნდა დამხმარებოდა და აუცილებელი პირობა იყო ამისათვის, მაგრამ რადგანაც ვერ ვიპოვე მალევე მივანებე თავი .
რაც შეეხება მესამე ცდას - ამჯერად მკაფიოდ ჩამოვაყალიბე მიზანიც და სარგებელიც :
მიზანი: რაც შეიძლება მოკლე დროში გამართულად მეტყველება და წერა, რაც მთავარია ვიცი სად გამოვიყენებ:სამსახურში მჭირდება ორივე !
სარგებელი: საკუთარ თავში თვითდარწმუნების მომატება, უცხოელ პარტნიორებთან, ნაცნობ-მეგობრებთან ურთიერთობის კომპლექსის მოხსნა; ინგლისურენოვანი მაგისტრატურა;ათასი კურსი თუ ტრენინგი;
მინდა გითხრათ , რომ მიუხედავად იმისა რომ ახლა იმაზე ბევრად ცოტა დრო მაქვს , ვიდრე წინა ორი მცდელობისას- საქმე გაცილებით უკეთესად მიდის. რათქმაუნდა არსებობს სხვადასხვა ხელისშემშლელი გარემოპირობები- მაგრამ ჩემ მყარ მოტივაციას - ვერ აშინებენ!პოსტის დასკვნა: კარგი მოტივაცია უკვე ნახევარი საქმეა !
3 comments:
საჩემო პოსტი :შ
მოტივაცია კარგია, მაგრამ (ჩემს) სიზარმაცესთან ის თითქმის ყოველთვის მარცხდება.
kate spade handbags, nike free, oakley pas cher, nike free pas cher, longchamp, sac burberry, timberland, new balance pas cher, vans pas cher, ray ban pas cher, michael kors uk, polo lacoste, polo ralph lauren, nike tn, true religion jeans, nike blazer, true religion jeans, coach outlet, vanessa bruno, air max, hollister, michael kors outlet, true religion outlet, sac hermes, abercrombie and fitch, north face, air jordan, replica handbags, hollister, michael kors, coach outlet store online, air max, converse pas cher, true religion outlet, nike roshe, lululemon outlet online, north face, mulberry, nike air force, nike air max, sac guess, hogan outlet, ray ban sunglasses, air max pas cher, nike roshe run pas cher, michael kors pas cher, ralph lauren, sac longchamp pas cher, louboutin, coach purses
Post a Comment