Monday, May 10, 2010

უფასო იტალიური საუზმე

ძალიან მოხარული და კმაყოფილი ვარ , იმით რომ ამ ბოლო დროს -”ქართულ ბაზარზე”  ”კლენტის” წახალისების მიზნით უამრავი სასარგებლო აქცია ეწყობა. იმედი მაქვს მალე ის დრო წარსულს ჩაბარდება, როცა მაღაზიებს ფასდაკლებები მხოლოდ ფიქტიური იყო, იქ შესულს კი მხოლოდ მკვახე სიტყვა-პასუხი გელოდა.
მომწონს რომ მომსახურების დახვეწასთან ერთად სილამაზის ცენტრები, სუპერმარკეტები, საკვები ობიექტები, ტანსაცმლის მაღაზიები თუ სხვა მსგავსი დაწესებულებები დღესდღეობით ასე თუ ისე ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება- სწორედ სხვადასხვა აქციების და ფასდაკლებების საშუალებით.

ერთ-ერთი ასეთი ”სასარგებლო აქცია” ბოლო ხანს პოპულს ჰქონდა. პოპულის გვერდზე მუშაობის შედეგად ყოველდღე ვიყავი მათი სტუმარი - ყოველ 10 ლარზე ერთ პოპულარი მერიცხებოდა. რამდენიმე თვეში საკმაო რაოდენობის პოპულარები შემიგროვდა. თუმცაღა საჩუქარის გამოტანა ვერ გადავწყვიტე, იმ მარტივი მიზეზის და გამო რომ საჩუქრებში არაფერი იყო ისეთი რაც მე გამიხარდებოდა (ჭურჭლის დიდი მოყვარული არ გახლავართ). ამ რამდენიმე დღის წინ პოპულში მომდევნო სტუმრობისას - შევამჩნიე რომ ზოგიერთ პროდუქტზე ეწერა - ”დახარჯე პოპულარი”- მეც ავდექი და დავხარჯე. ასეთი საჭმელების ყიდვა , ყოველთვის მინდა ხოლმე , მაგრამ ყოველთვის მენანება ფული (მითუმეტეს , როცა ნამდვილი იტალიური და გერმანული პროდუქცია ,მართლაც ძვირი ღირს).
პოპულარები ადვილად გავიმეტე და შევიძინე :
იტალიური ტორტელინი(Grand'Italia)= 12 პოპულარი

სპაგეტის -ტომატ პასტა (Grand'Italia) = 7,5 პოპულარი
სპაგეტის სოუსი სოკოთი(Star) = 5,6 პოპულარი
ასევე დესერტად გერმანული ჯოვიტა 
შედეგად გემრიელად გეახელით 
 მე მოხარული ვარ მსგავსი აქციების და საკმაოდ ხშირადაც ვიყენებ და ეს არ ეხება მხოლოდ პოპულს .
ვსარგებლობ მაკდონლადსში ზუმის აქციით;
ასევე მისარგებლია კინოთეატრებშიც;
აქტიურად ვიყენებ ფასდაკლებებს სხვადასხვა მაღაზიებში;
ვიყენებ შესაძლებლობებს სხვადასხვა ფასდაკლების ბარათების სარგებლობისას;
აქტიურად ვიყენებ იუნიქარდს;

ასე განაგრძეთ, იყავით ორიენტირებული მომხმარებელზე და მაქსიმალურად ისარგებლებთ და იხეირებთ თქვენც ჩვენი ”დაკმაყოფილება-სიამოვნებით”!

თქვენი კმაყოფილი მომხმარებელი :)

P.s.ძალიან მაინტერესებს სხვების აზრი ამ თემაზე .

6 comments:

nati kuda said...

მეც მიყვარს ბარათები. სტიმული მიჩნდება ხოლმე,ბევრი ქულა რომ მოვაგროვო. დახარჯვით პსპ-ს აფთიაქის ბარათზე დარიცხული ქულები მაქვს დახარჯული ჯერ-ჯერობით, მშვენიერი ჰიგიენური ტუჩსაცხები, მზის მალამო და შამპუნი გამოვიტანე ადრე. ახლა იუნიქარდზე ვაგროვებ სამოგზაუროდ ქულებს :))
ჯერ 5-მდე მაქვს, თუმცა არსად მეჩქარება :p

Kiwi said...

გეთანხმები, კარგია ასეთი აქციები, მეც მაქვს პოპული ბარათი და ცოტა ხნის წინ საჩუქარიც ავიღე, კარგია, ბევრი ასეთი აქცია უნდა იყოს, ზუმიც ძალიან მაგარია :> პსპ-ეს ზღარბი ბარათიც კარგია, მაგითაც ვსარგებლობ, რაც მეტი შესაძლებლობა იქნება დაგროვების, მით უკეთესი. პროდუქტს მაინც ყიდულობ და :>

babisa said...

gvimaspinzle mere
rad ginda martos
hm

დომენიკო said...

თუ აქციამ დამაინტერესა, ყოველთვის ვიყენებ.
ახლა გუდვილში ვაგროვებ მონეტებს. ბლომად მაქვს უკვე :) პოპულს არ ვწყალობ მაინცდამაინც :)

Unknown said...

ugg outlet
ugg boots
louis vuitton handbags
tiffany outlet
ray ban sunglasses
moncler outlet
michael kors handbags
the north face outlet
thomas sabo uk
jordan shoes
true religion jeans
jordan shoes
michael kors outlet
michael kors factory outlet
soccer jerseys
cheap nba jerseys
louis vuitton bags
the north face
timberland boots
adidas wings
cheap jordans
ugg australia
tory burch outlet
air jordan shoes
the north face outlet store
mulberry outlet
ralph lauren uk
pandora jewelry
coach outlet online
lululemon outlet
soccer jerseys
mbt shoes
ray ban sunglasses
swarovski outlet
1029maoqiuyun

Unknown said...

beats by dre
moncler outlet
louis vuitton outlet
true religion outlet
louboutin pas cher
ray ban sunglasses discount
michael kors handbags
cheap mlb jerseys
sac longchamp pas cher
pandora outlet
20170216caiyan]