მოგესალმებით დაღლილ-დაქანცული და ჰამბურგშემოვლილი. სიარულისგან , თანაც ჩქარი სიარულისგან მოვკვდი. ამიტომ არ მიყვარს ხოლმე ტურისტად თავის გრძნობა, ყოველთვის გადარბენაზე ხარ, მძიმე ჩანთა გაქვს და ვერაფრის ნახვას ასწრებ.
დღეს მართლაც ნაყოფიერი დღე იყო , გარდა იმისა რომ მცირედი საჩუქრები ვუყიდე ოჯახის წევრებს , ჩემი სამი წლის უნახავი გერმანელი მეგობარი ვნახე.
უცნაური მეგობრობის ისტორიაა :ერთმანეთი ნორვეგიაში გავიცანით , ბერგენის საზაფხულო სკოლაში, სადაც სულ სამი თვე ვიყავი, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა ჩვენს დასამეგობრებლად. მას შემდეგ მიმოწერა გვაქვს. ვერ წარმომედგინა თუ როდესმე კიდე ვნახავდი, მაგრამ დამტკიცდა რომ პატარა ყოფილა სამყარო. ჩემი და ჰამბურგში გადმოვიდა საცხოვრებლად, ანემაც ჰამბურგში დაიწყო სწავლა, მეც სტუმრად ჩამოვედი და ასე გადაიკვეტა ჩვენი გზები. ორივეს ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა დღეს, გაუჩერებლად ვლაპარაკობდით, უცნაური ის იყო , რომ გერმანიაში- ნორვეგიულად.
ახლა კი ნამდვილი ჰამბურგული ახალი ამბები:
ჰამბურგში ფილარმონიას აშენებენ უკვე ორი წელია, 55 მილიონი უნდა დამჯდარიყო და 150 მილიონს გადააჭარბაო. ასჯერ დაშალეს და ასჯერ დაიწყეს ხელახლა აშენება. ხალხი გაგიჟებულია. ყველა ამაზე საუბრობს. აბა რა იქნება -მათი ჯიბიდან მიდის ფული.
ეს არის სპეციალურად აგებული შენობა ჰამბურგის ფილარმონიის დასარეკლამებლად. მას ასეთი მილებისმაგვარი რაღაცეები აქვს ირგვლივ, ყველა მათგანიდან სხვადასხვა ინსტრუმენტის ხმა ისმის და სხვადასხვა ნაწარმოებები. ამით აჩვენებენ როგორი საუნდი იქნება ფილარმონიაში . ზოგიერთმათგანში გამოსახულების დანახვაც არის შესაძლებელი.
საერთოდ ძალიან მომწონს აქაური რეკლამები, ეტყობა , რომ ბევრი ნამუშევარია იდეაზე და კარგად არის ხოლმე გარტყმული. არაკომერციულებიც კი. ავტობუსსა და მეტროში არის მაგალითად პატარა გარითმული ლექსები, იმაზე რომ საჭმლის ჭამა არ არის ნებადართული.
საცდელი პროექტია წყალზე სახლები, უფროსწორად პატარა მდინარეზე, რომელიც ჰამბურგში ჩამოედინება. უკვე რამდენიმე გაიყიდა კიდეც, ამბობენ რომ მილიონები ღირს. ყველაზე სახალისო ისაა რომ გარედან ოთახები ჩანს, თითქმის ყველაფერი გამჭირვალეა. არ ვიცი რამდენად პოპულარული გახდება ეს საცდელი პროექტი დ ა რამდენად გაამართლებს, მაგრამ მე კი ვინატრებდი ერთ ასეთს სადმე ხმელთაშუა ზღვაში.
ბონუსი;სახლის ირგვლივ მოცურავე მყვინთავი იხვი და მისი ჭუკები
ახლა კი გავშპი ჩანთა ჩავალაგო. შემდეგი გაჩერება -ბერლინი
p.s.ათასში ერთხელ ამოწმებენ მგზავრებს ბილეთები აქვთ თუ არა. ჩემი და 2 წელია აქ ცხოვრობს და ერთხელაც არ შევუმოწმებივარო.ბედი არ გინდა- დღეს როცა პირველად ვიმგზავრე მარტომ, მომთხოვეს ბილეთის ჩვენება. კიდე კარგი მქონდა ;D
16 comments:
ბედნიერ! :))
ფრაუ მერკელს გადაეცი: ანგელა, შე გაოხრებულო, რავა უნამუსოდ დეიკარქები ხანდახან-თქვააა :)))
Hamburg <3
eheheee aba yochagi stumroba mzian berlins :)))magaar!! <3 <3
ჰამბურგში არ ვყოფილვარ და ბერლინი უკვე მომენატრა :)) ახლა იქნება ყველაზე მაგარი ამინდი ბერლინისთვის , მმმმმმმმინდა....!
ჭუკი ინდაურისაა : )
იხვისას ჭუჭული ქვია : )))
I liked the 4th image very much :)
ეგეთი 'სახლები' ჰოლანდიაშია ძალიან პოპულარული და ისინიც ძალიან ძირი ღირს, მიაჩერებ სადაც გინდა და იცხოვრებ. მარა იქ ადგილები აქვთ ნაყიდი დგომის უფლებით,მაგარია, მეც სულ მინდა ერთჳ ეგეთი მქონდეს :)
რეკლამები მართლა კარგი ჰქონიათ
ჰოდა უგფრო მეტი ფოტოები დაურთე რა :*
რა მაგარია მეგობარს როცა ნახავ, თან ისე, მანამდე რომ გეგონა, ვეღარ ნახავდი; რა საყვარელი სახე აქვს და კარგი გოგო ჩანს.
ბერლინი და მე გელოდებით, იცოდე :)
P.S. ჯერ არც მე შემხვედრია კონტროლიორები ტრანსპორტში, პრინციპში ისე იშვიათად ვჯდები, მაინცდამაინც მე უნდა ამედევნონ მაშინ :ლოლ:
რა კარგი გერმანული პოსტები გაქვს, love'em!
რა მაგარია...
ძალიან მაგარია.
შენი და რომელ ქალაქშია??? ჰამბურგში???
სახლები მომეწონა ძალიან.
როდემდე ხარ ჰამბურგში?
მე ვაპირებ აგვისტოში ნათესავის მონახულებას და დავინტერესდი :)
Emaol-Follow up-ზე დაკლიკვა დამავიყწდა :D
Chaotic
უკვე საქართველოში ვარ სამწუხაროდ, სულ რაღაც 2 კვირა ვიყავი.
Kate
კი, ჰამბურგში ცხოვრობს ჩემი და
Sophie Golden
:*
კარგი იქნებოდა ბერლინში მენახე, მაგრამ ისეთ გადრბენაზე მამყოფეს აზრზე ვერ მოვედი :))
Zurriuss
გადავეცი :D მაგრამ ვერ გაიგო :(
burberry outlet, air max, prada handbags, burberry outlet, michael kors outlet, uggs outlet, michael kors outlet, oakley sunglasses cheap, christian louboutin, michael kors outlet, prada outlet, oakley sunglasses, tiffany and co, michael kors outlet, air max, nike free, cheap oakley sunglasses, oakley sunglasses, louis vuitton outlet, jordan shoes, michael kors outlet, ugg outlet, polo ralph lauren, gucci outlet, ray ban sunglasses, louboutin outlet, kate spade outlet, rolex watches, cheap uggs, louis vuitton outlet stores, oakley sunglasses, replica watches, louis vuitton outlet, louboutin, longchamp handbags, louis vuitton handbags, louboutin shoes, ray ban sunglasses, ugg boots clearance, polo ralph lauren outlet, nike shoes, louis vuitton, longchamp handbags, tiffany and co, michael kors outlet online sale, longchamp outlet
kate spade handbags, nike free, oakley pas cher, nike free pas cher, longchamp, sac burberry, timberland, new balance pas cher, vans pas cher, ray ban pas cher, michael kors uk, polo lacoste, polo ralph lauren, nike tn, true religion jeans, nike blazer, true religion jeans, coach outlet, vanessa bruno, air max, hollister, michael kors outlet, true religion outlet, sac hermes, abercrombie and fitch, north face, air jordan, replica handbags, hollister, michael kors, coach outlet store online, air max, converse pas cher, true religion outlet, nike roshe, lululemon outlet online, north face, mulberry, nike air force, nike air max, sac guess, hogan outlet, ray ban sunglasses, air max pas cher, nike roshe run pas cher, michael kors pas cher, ralph lauren, sac longchamp pas cher, louboutin, coach purses
gucci, canada goose, ugg, canada goose uk, wedding dresses, moncler, marc jacobs, pandora jewelry, canada goose, juicy couture outlet, ray ban, montre homme, barbour, toms shoes, sac louis vuitton, swarovski, louis vuitton uk, pandora jewelry, links of london, sac lancel, pandora charms, moncler, louis vuitton, moncler, canada goose, moncler, ugg boots, ugg, karen millen, supra shoes, canada goose, moncler, moncler outlet, hollister, coach outlet store online, ugg pas cher, swarovski crystal, moncler, canada goose, doke gabbana, thomas sabo, vans, barbour, canada goose outlet, moncler, sac louis vuitton, ugg, louis vuitton, canada goose jackets, juicy couture, converse, pandora charms
Post a Comment