ბერლინისკენ მიმავალ ავტობუსში ვიჯექი , ყვითელ მდელოებს გავცქეროდი და ვფიქრობდი სად მივდიოდი, ვისთან და როგორი იქნებოდა მომავალი სამი დღე .
გამოგიტყდებით და ცოტა შეშინებულიც გახლდით, ზოგადად ახალი ადგილების დალაშქვრისას მაქვს ხოლმე შიში, იმედები არ გამიცრუვდეს , მაგრამ ამჯერად ცოტა სხვანაერი შიშიც იყო. უცხო ადამიანთან უნდა მეცხოვრა სრული სამი დღე უცხო ქალაქში და ამ უცხო ადამიანზე ბევრი ”უცნაური” რამ ვიცოდი. ვიცოდი რომ ჩემხელა იყო, 13-14 წლის სახლიდან წასული და მას შემდეგ ბედის ანაბარა მცხოვრები, ცოტა თავზე ხელაღებული, ცოტა ხელოვანი, ცოტა იმპულსური და ფეთქებადი, ცოტა ”ცუდი წარსულის”, ”უიმედო აწმყოსი” და ”გაურკვეველი მომავლის” - ასეთი რაღაცეები ვიცოდი და ცოტა ამათზე უარესიც. თუმცაღა ჩავედი და დამხვდა ერთი პატარა ფილოსოფიაზე შეყვარებული, ცოტაც მხატვარი და ცოტაც მომღერალი გოგო , რომელიც სულაც არ იყო ჩემთვის ისე ”უცნაური”, როგორც ალბათ გერმანელებისთვის და მისი ოჯახისთვის.
ავტობუსიდან რმ ჩამოვედი და ნინას მივუახლოვდი, პირველი რაც დავინახე, კიარადა ვიგრძენი - საშინელი არყის სუნი იყო. თურმე ნუ იტყვით და სადღაც გაეგონა , რომ საქართველოში ბევრ არაყს სვამენ , ჩემთვისაც წამოუღია და გზაში თვითონაც გადაუყლურწავს ერთი-ორი. გაუხარდა მარტო ზურგჩანთა რომ მქონდა და ეგრევე ბარში გამაქანა. გზაშივე მივხდი რომ წინ საინტერესო დღეები მელოდა. მიუხედავად იმისა რომ სასტიკად დაღლილს ნინას აქტიური და ენერგიით სავსე ლაპარაკი კიდევ უფრო მღლიდა, მაინც სიამოვნებით გეახელით ჩემს პირველ ბერლინურ კათხა ლუდს.
მეორე დღიდან დაიწყო და რა დაიწყო . ახლაც ვერ გეტყვით სად ვიყავი და რა ვნახე ბერლინში, იმიტომ რომ ყველაფერი სწრაფი გარბენით დავათვალიერე , ქუჩიდან ქუჩაში, მეტროდან მეტროში, ბარიდან ბარში - დავდიოდით. ჯობია ბევრი ფოტოები დავურთო და ცოტა ვილაპარაკო - მაშ ასე ჩემი ოთახი - ნინას ბინაში.
”ღარიბულ უბანში ავირჩიე ცხოვრება , იმიტომ რომ ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს და თან პრინციპში მეც ღარიბი ვარ ” -ნინა
მეორე დილას ძველი აეროპორტი დავლაშქრეთ, რომელიც სულ ცოტა ხანია რაც გახსნეს და პარკად არის ქცეული.
სურათების გადაღება არ მიყვარსო გამომიცხადა და ძლივს დავიჭირე რამდენჯერმე კადრში.

ბერლინური ლუდი, დიდი არაფერიაო, მე არ მომწონსო, მაგრამ კაიფის პონტში გაგასინჯებო. ორივეს სხვადასხვა ლიმონათის გემო ჰქონდა .
მხატვრების და ზოგადად ხელოვანების თავშეყრის ადგილას წამიყვანა რკინის ნაკეთობების გამოფენა იყო, ზოგი იქვე ამზადებდა, ზოგი ათვალიერებდა, ზოგი სვამდა
ძირითადად ან გარეთ ვჭამდით ან არ ვჭამდით. ნინას სამზარეულოში შესვლა ნამდვილად არ ღირდა , მითუმეტეს საჭმელად .
ერთი-ორჯერ ნინამ მეც ჩამაჩხაკუნა, მიუხედავად იმისა რომ არ აღიარებდა ტურისტულ მუღამებს (ფოტოების გადაღებას, სუვენირების შეძენას და ა.შ )და იმასაც ამბობდა ბერლინში ბევრი არაფერი შენობა არაა სანახავი ან მუზეუმიო, აქ უბრალოდ უნდა იცხოვრო უბრალოდ და იკაიფოო.
დღის მანძილზე ასე დავბოდიალობდით, ვშოპინგობდით, წიგნს ვკითხულობდით, მუსიკას ვუსმენდით, ვჭამდით, ბიბლიოთეკაში ვიყავით, ნინას მომავალი კოლეჯი ვნახეთ, წიგნები ვიყიდეთ, ღამე კი - ბარში მივდიოდით, სადაც ნინა მთელი ღამე ბარმენად მუშაობდა. სხვადასხვა მუსიკის საღამოები იყო, სხვადასხვა ჯგუფი უკრავდა. ვუსმენდი, ვუყურებდი, ვსაუბრობდი, ვსვამდი, რომ ვიღლებოდი მარტო ვბრუნდებოდი შინ.ნინას ბარი და მის მიერ ჩემთვის გაკეთებული კოქტეილი


იმდენად მნიშვნელოვანი პერსონაჟი იყო ნინა ჩემთვის და ჩემეული ბერლინის აღქმისთვის , რომ უკვე წარმოუდგენელია ნინას ხსენების გარეშე გერმანიის დედაქალაქზე საუბარი. ნინას წყალობით ბერლინში ჩემი სამდღიანი ცხოვრება საერთოდ არ გავდა უბრალო ტურისტულ ვიზიტს. მიუხედავად იმისა , რომ ბერლინის ბევრი ”ღირშესანიშნაობა” არ მინახავს , ბერლინურად ვიცხოვრე და ჩემთვის მთავარი ეს არის. რაც მთავარია ისეთ ბერლინურად, რომელიც ძალიან მომეწონა, რომელშიც კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრება დუღს, რომელშიც ახალგაზრდებს კარგი გემოვნება აქვთ, კარგ მუსიკას უსმენენ და კარგი მეგობრობა იციან.
ნინამ მითხრა - ამიტომაც ვცხოვრობ აქო და მეც ბერლინური აქტიური და მჩქეფარე ცხოვრების შემდეგ ჰამბურგი ერთ ჩვეულებრივ და ცოტა არ იყოს უღიმღამო ქალაქადაც მომეჩვენა.
გული კი დამწყდა , რომ ასე ცოტახნით ვიცხოვრე მაგრამ რაც მთავარია მიპატიჟება მივიღე.სიამოვნებით წავალ კიდევ ერთხელ ბერლინში, ამჯერად ცოტა უფრო ნაცნობში , მაგრამ მაინც ამოუცნობად დარჩენილ ქალაქში.
8 comments:
lamazi postia, sasiamovno wasakitxi:))
ზუსტად ასეთია ბერლინი :) მეც არ მინახავს ყველა ღირსშესანიშნაობა, მუზეუმები და მსგავსი რამეები და არც ვაპირებ.
ბერლინში უნდა იცხოვრო და ისიამოვნო.
ლუდი, არ ვიცი, მე მომწონს :) მხოლოდ Beck's Gold.
უნდა იხოვრო და იკაიfო...
აქ არ შეიძლება ტურისტი იყო...
ოღოდ რაღაც პერიოდის მერე საშიშია...
გითრევს... ან ვეღარ მიდიხარ.. ან სულ ბრუნდები...
Berlinweh...
samcuxarod me jer ver vigeme kargi berlini. amascinat guli camivida avtobusis gacherebaze da kacishvilma ar mkitxa daxmareba mchirdeboda tu ara. mere isev avtobusshi gavishxlarte da iqac sruli ignori iyo.
jer axali gadmosuli var da imedi maqv jer kidev cin maqvs dadebiti emociebi.
dzalian kargi postia, titqos shentan ertad vibodialet 3 dge :P
სასტიკად ვისიამოვნე ^_^
Sophie Golden
ჰო მეც არ მომეწონა ეგ ლუდი :(
Teonala
ე რა ცუდია , არ ველოდი. რავიცი მე ისეთი ხალხი ვნახე ეგეთი ამბები გულთან რომ მიაქვთ
kate spade handbags, nike free, oakley pas cher, nike free pas cher, longchamp, sac burberry, timberland, new balance pas cher, vans pas cher, ray ban pas cher, michael kors uk, polo lacoste, polo ralph lauren, nike tn, true religion jeans, nike blazer, true religion jeans, coach outlet, vanessa bruno, air max, hollister, michael kors outlet, true religion outlet, sac hermes, abercrombie and fitch, north face, air jordan, replica handbags, hollister, michael kors, coach outlet store online, air max, converse pas cher, true religion outlet, nike roshe, lululemon outlet online, north face, mulberry, nike air force, nike air max, sac guess, hogan outlet, ray ban sunglasses, air max pas cher, nike roshe run pas cher, michael kors pas cher, ralph lauren, sac longchamp pas cher, louboutin, coach purses
gucci, canada goose, ugg, canada goose uk, wedding dresses, moncler, marc jacobs, pandora jewelry, canada goose, juicy couture outlet, ray ban, montre homme, barbour, toms shoes, sac louis vuitton, swarovski, louis vuitton uk, pandora jewelry, links of london, sac lancel, pandora charms, moncler, louis vuitton, moncler, canada goose, moncler, ugg boots, ugg, karen millen, supra shoes, canada goose, moncler, moncler outlet, hollister, coach outlet store online, ugg pas cher, swarovski crystal, moncler, canada goose, doke gabbana, thomas sabo, vans, barbour, canada goose outlet, moncler, sac louis vuitton, ugg, louis vuitton, canada goose jackets, juicy couture, converse, pandora charms
Post a Comment