Saturday, June 19, 2010

სტამბული, ერიკ კლეპტონი და ჩემი პატარა მოგზაურობა

მიუხედავად იმისა რომ დიდი ხნით ადრე ვიცოდი ამ სავარაუდო მოგზაურობის შესახებ, მაინც უცბად და მოულოდნელად მოვიდა გამგზავრების დრო. თბილისი- სტამბულის ”მეტროს” ავტობუსში რომ ვიჯექი მაშინაც კი არ მჯეროდა თუ 25 საათიანი მგზავრობის შემდეგ იმ ქალაქში აღმოვჩნდებოდი, სადაც უამრავია აზიური და ევროპული სანახაობა ერწყმის ერთმანეთს.
მთავარი მიზანი რათქმაუნდა - კონცერტი იყო, ერიკ კლეპტონის კონცერტი! რაც რაღათქმაუნდა ძალიან მიხაროდა, მაგრამ ასევე ახალი ქალაქის, ქვეყნის შეცნობის ინტერესიც მკლავდა.  სიმართლე გითხრათ დიდი მოლოდინი არ მქონდა რომ 2 ნახევარ დღეში რამის დათვალიერების მოსწრება შეიძლებოდა, მაგრამ ჩემი მოლოდინი მცდარი გამოდგა. ჩემი თანამგზავრები უამრავი რუკით და მოსანახულებელი ადგილების სიით აღჭურვილები აღმოჩდნენ.
25 საათმა შეიძლება ითქვას სწრაფად გაიარა, დიდად არ დავტანჯულვარ. სტამბულს რომ მივუახლოვდით პირველი რაც შევამჩნიეთ გზები იყო, უამრავი გზა, ერთმანეთში ხიდებით გადახლართული და უამრავი ტრანსპორტი.
სტამბულის მიწაზე რომ ფეხი დავდგით , პირველ რიგში ფული გადავახურდავეთ, ტრამვაის მოვახტით და სასტუმროს საძებნელად გავეშურეთ. დიდი დრო დავკარგეთ სასტუმროს ძებნაში და საბოლოოდ აია სოფიას გვერდზე ”ბესთ ჰიპოდრომ ჰოტელში” დავიდეთ ბინა.
დაახლოებით 2დღენახევარი გამოგვივიდა სტამბულში ყოფნა, დაწვრილებით და თანმიმდევრობით აღარ მოვყვები, უბრალოდ გეტყვით რომ მთელი ამ ხნის მანძილზე - ერთხელაც არ დაგვისვენია. სულ დავდიოდით შეუჩერებლივ, ახალი ადგილების თუ ღირსშესანიშნაობების სანახავად.
ვიხილეთ: აია სოფია.
ვიცოდი , რომ დიდი იყო მაგრამ ასეთი გრანდიოზული თუ იქნებოდა არ ველოდი. მიუხედავად იმისა რომ ძალზე ტოლერანტი ვარ სხვა რელიგიების მიმართ მაინც ძალიან იმოქმედა და გულიც დამეწვა მუსლიმანურ ერთიდაიგივე არადრისმთქმელ ნახატებს ქვეშ შიგადაშიგ ოქროსფერი მოზაიკით მოქარგული მართლმადიდებლური ხატები რომ დავინახე. სულ რამდენიმე ჩანს , ალბათ ბევრიც დაფარულია, ბევრი კი წაშლილი და გადაღებილი
ცისფერი მეჩეთი: ფეხზე გაგვახდევინეს , ქალებსაც და კაცებსაც ნაჭრები შემოგვაფარეს ტანზე და ისე შეგვიშვეს. წარმოიდგინეთ რა იქნებოდა უამრავი ტურისტი ფეხებზე გახდილი- ისეთი სურნელება ტრიალებდა რომ 2 წუთით ძლივს გავჩერდით და სასწრაფოდ გამოვვარდით უკან

წყლის ცისტერნა Cistern of Philoxenos
(არ ვიცი ქართულად ასე ქვია თუ არა. ) გახლდათ მიწისქვეშ  უზარმაზარი შენობა ,პატარ-პატარა საგამოფენო კუთხეებით და ბარით.
გავისეირნეთ სანაპიროზე
გავისეირნეთ გემით სტამბულის ახლოს კუნძულებზე
კუნძულზე ვიბანავეთსავით და მივირთვით ეფესი, ვინაიდან და რადგანაც სხვა ლუდი თურქეთის არცერთ ბარში თუ კაფეში არ მოეპოვებათ.


რაცმთავარია თავი არ გავაცუცურაკებინეთ ოფიციანტს, რომელმაც გადაწყვიტა ჩვენზე ფული გაეკეთებინა და ვინც ჭამა თუ არ ჭამა ყველას 15 ლირა მოგვთხოვა, აქ ასეთი წესიაო. საბოლოოდ , ბოდიში მოგვიხადა და გაბუნძულდა. ჩვენ კარგად მომზადებულები და გაფრთხილებულები ვიყავით თურქების აფერისტობის შესახებ, შესაბამისად თავსაც კარგად ვიცავდით.

ძალიან ბევრი ვიბოდიალეთ სტამბულის ქუჩებში, ვიყავით იქაურ მაღაზიებში და მოვინახულეთ ძალიან ცნობილი გრანდ ბაზარიც .რაღათქმაუნდა გავსინჯეთ იქაური შაურმა, მივირთვით თევზი, როგორც რესტორანში, ასევე ქუჩაში შემწვარი და ბუტერბროტად გაკეთებული.
 და ბოლოს რაღათქმაუნდა ვიყავით კონცერტზე , რომელზეც ამდენი ბოდიალის გამო ცოტა დაგვაგვიანდა. მიუხედავად იმისა რომ 1 საათით ადრე გამოვედით სახლიდან და თან ტაქსი დავიქირავეთ, ისეთ საცობში მოცვხდით , რომ 1 და 20 წუთი დაგვჭირდა 20 წუთიან გზაზე. ყველაზე სასაცილო ის გახლდათ რომ 7 კაცი ერთ ტაქსში ვისხედით და ვერ აგიღწერთ რა რეაქციები ჰქონდათ ამაზე თურქებს. ყველა ჩვენ შემოგვშტერებოდა, იცინოდნენ, ერთმანეთს ჩვენზე უთითებდნენ, ბევრი მათგანი თავსაც ყოფდა მანქანიდან და იმის კითხვასაც ახერხებდა (იმის მიუხედავად იცოდა თუ არა ინგლისური )- სადაურები ვიყავით. ჩვენ ცოტას ვიმორცხვებდით, ცოტაც გვეცინებოდა , მაგრამ დღემდე ვერ ამოვხსენი რამ გააკვირვათ ასე ძალიან .  კონცერტზე დაგვიანებით მისვლას ისიც დაემატა, რომ გარეთ უზარმაზარი რიგი დაგვხდა. თავიდან პატიოსნად გადავწყვიტეთ სულ ბოლოში დავმდგარიყავით , მაგრამ რომ დავინახეთ რომ რიგს ბოლო არ უჩანდა - ”ქართულად” შევძვერით. როგორც იქნა რომ შევედით, უკან გამომაბუნძულეს ჩემი ფოტოაპარატიანად, მაგას ვერ შეგატანინებთო. ნერვები მომეშალა, დავუწყე ინგლისურად ახსნები - სხვას თუ შეაქვს ამან რა დააშავა, არაა პროფესიონალი უბრალოდ დიდიამეთქი, მაგრამ არ გაჭრა. საბოლოოდ 10 ლირა გადამახდევინეს, ფოტოაპარატი დაიტოვეს და სადღაც მე-3 სიმღერაზე შევედი კონცერტზე.
კონცერტით ვისიამოვნე თუ არ ჩავთვლით იმას , რომ მთელი კონცერტი გაბრაზებული ვიყავი, ვნერვიულობდი ფოტოაპარატზე და კლეპტონი კი ძალიან მდუმარე და უემოციო იყო. მუხტი აკლდა - ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, მაგრამ არ ვიცი მე აღვიქვი ასე თუ მართლაც ასე იყო.
 უკანა გზას, რომელიც 36 საათს გაგრძელდა, ავტობუსის გაფუჭებებს და საბაჟოზე 5 საათიან ყურყუტს ანუ ჩვენს ტანჯვა-წამებას განგებ აღარ მოგიყვებით. არ მინდა უარყოფითი ემოციები გავურიო პოსტში .

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა , რომ კმაყოფილი ვარ ამ პატარა მოგზაურობით. ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე,ბევრი ვნახე- ზოგი რამ მომეწონა, ზოგიც არა. ცხადია, რომ ჩვენ - ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი- განსაკუთრებით ტურიზმისა და მომსახურების სფეროში. არც მათი შრომისმოყვარეობა გვაწყენდა და არც მათი მოხერხებულობა. მაგრამ ჩემთვის რთულია იცხოვრო ქვეყანაში სადაც იცი რომ ყველა გატყუებს, სადაც ყველას უნდა ევაჭრო და ყველას ეჭვის თვალით უყურო. ჩემთვის ძალიან ჭრელი აღმოჩნდა სტამბული - თავისი მრავალი  ევროპული ხედვითა და მიდგომით და  ამავედროს ბევრი აზიური ქცევით, მაგრამ სწორედ ეს შერწყმაა ალბათ ყველაზე საინტერესო ამ ქალაქში და სწორედ ამიტომაც სტუმრობს სტამბულს უამრავი ტურისტი.
თუ არ გეზარებათ უამარავი უცხო ადამიანის გაცნობა, ხალხთან კონტაქტი, თუ გიზიდავთ და გითრევთ ვაჭრობა, თუ გინდათ ნახოთ როგორ შეიძლება იყოს ქალაქი ერთდროულად აზიურიც და ევროპულიც- აუცილებლად უნდა ეწვიოთ სტამბულს.

12 comments:

clown said...

ვა რა მაგარია ^_^

Anonymous said...

da saertod agia sofias eklesia rom dgas shua musulmanur qvekanashi ar gagikvirda?:))) mara gandreva ver gabedes marto gverdze ragaceebi miushenes.

Nanako Ust said...

აუ, რა მაგარი ფოტოებია! :O :O :O

vasasi said...

ძალიან მაგარია ქეთ..

:)

nati kuda said...

ქეთიი, ავტობუსში და სასტუმროსი რამდენი გადაიხადეთ? თუ საიდუმლო არ არის :D

უბრალოდ said...

nati kuda
hehe , saidumlo ra unda iyos.
avtobusshi 50$ magram ukve 60 gaxda
sastumroshi 2 kaci 70 lira

nati kuda said...

lira lari erti pontia xo? anu 70 lari.. auu,rato gaazvires gza? sezonia daiwyo? :D vahme
madloba :*

Ano said...

Zalian sainteresod gitseriaa. Radgan stambuli chemi ocnebis qalaqia da orjer var namyopi, tan ara Marto stambulshi da tan erti ori turqi dzalian kargi megobari Myavs, tsotati enasac vplob da aseve tsotaiti kulturasac vicnob, ubralod ar shemilia ro rame ar davtero sheni postis shesaxeb:) pirweli is aria rom dzalian mometsona, sainteresod gitseria, potoebiz arachweulebrivi gaqws.
Oriode sitywa zisperi mechetia shesaxeb:) albat xalichas sheamchnewdi da zarmogidgenia amtrni turisti yowelsdge I'm xalichas ras uzams pexshishwwli rom ar iyvos.isedac machets tawisi tesi aqws, roger chwentan ywela qali tawdaburuli da grzel kabashia. Assewe mechetshi lamazi kaligrafiuli nimushebia, tsudia tu I'm 2 tsutshi twali tu ver mokarit.
Turqebis vajroba aperistobaze isev chweni tbiliseli taxsisstebi da bazroba maxsendeba:)) ertxel me da Chem ukrainel Meugles xilianidan kolmeurneobaze 80 Lars gvtxovda:)))mcvanilis 2 kona 5 larad ro momyides esec araferi:) kidev uamrawi magaliti:) bewri ucxoeli chwentan massewe grznobs taws, motyuebulad,undoblad, Kaia roc vinme shinauri gyaws, an didxans cxovrob da algos ugeb iqaur cxovrebis ritms da tess. es ra tqma unda chemi azria:)

Anonymous said...

I am curious what Eloise will do about this?!?

Warm Regards
Hector

oakleyses said...

burberry outlet, air max, prada handbags, burberry outlet, michael kors outlet, uggs outlet, michael kors outlet, oakley sunglasses cheap, christian louboutin, michael kors outlet, prada outlet, oakley sunglasses, tiffany and co, michael kors outlet, air max, nike free, cheap oakley sunglasses, oakley sunglasses, louis vuitton outlet, jordan shoes, michael kors outlet, ugg outlet, polo ralph lauren, gucci outlet, ray ban sunglasses, louboutin outlet, kate spade outlet, rolex watches, cheap uggs, louis vuitton outlet stores, oakley sunglasses, replica watches, louis vuitton outlet, louboutin, longchamp handbags, louis vuitton handbags, louboutin shoes, ray ban sunglasses, ugg boots clearance, polo ralph lauren outlet, nike shoes, louis vuitton, longchamp handbags, tiffany and co, michael kors outlet online sale, longchamp outlet

Aniyanewjackson said...

This knock was another reminder of the fact that the master still had a lot of gas left in the tank. India ODI record in New Zealand wasn the greatest and this innings set the tone for a series that India managed to win easily. It was India maiden triumph in a bilateral ODI series in New Zealand. {tag: Off White Yeezy 350}

Air Jordan 3 Black Cement Outfit, There's also this kind of deification and romantization of poverty and a specific kind of poverty that I think is both really fun and refreshing, and also, I think, very liberating for poor kids who tend to be Insane Clown Posse's core demographic. If you grow up a latchkey kid and come from a broken family and don't have anything, you can't really relate to the Jay Zs of the world but Insane Clown Posse, they kind of make it seem cool to be poor and reviled and one of the scrubs of life. I that I think is really really appealing and not just to kids and weirdos and outcasts the world over, but to me while was writing this book..

The prisons have been overcrowded for years but the problem has gotten worse in the last year, since the Department of Justice cited overcrowding as a factor in levels of homicide, violence, and sexual abuse that created conditions DOJ alleges violate the Constitution. {tag: Adidas Yeezy Cloud White Reflective}

Jordan 1 Team Orange Black, 34,990 and the 8GB + 256GB (4G) variant has gone from Rs. 39,990 to Rs. 37,990. Resistance to a timely and sensible closing of international borders is now killing thousands of people, particularly our respected seniors. Not to mention enormous damage to economies and disruption to education. It was long past time to save the hundreds of millions squandered on this organization and its incompetent leaders.. {tag: Cloud White Yeezy On Feet}

Anonymous said...

(Michael Kors Outlet Online) about the famous (New Jordan Releases 2020) people, Incuring make the (Yeezy Boost 350 Cheap) famous people attending dining establishments in addition worldwide, Will be sensation problems wracking and overwhelming also it can be kinda embarrassing.

The particular, Little girls appear to be Jey and even Wilson choosing, Considering (Coach Outlet Clearance Sale) Ark Music manufacturing unit lineup. (Cheap Yeezys For Sale) Appropriate CJ Fam, Someone world health organization most often sings around Ronald McDonald fundraising and / or, Glancing in Days through Ark Music manufacturing facility. This situation allowed be a poster along (Ray Ban New Wayfarer Polarized) with Clarence Jey in addition Patrice Wilson (Cheap Yeezy Shoes Sale) venture, But it to (Jordan Shoes For Sale Online) become like light of poor quality, Scary as well as ugly:.