Friday, June 25, 2010

ნევროზი გარეთ,ნევროზი შიგნით

ამდენი მოგზაურობებზე პოსტების შემდეგ დადგა ჟამი სუფთა ქართული პოსტის დაწერის - სუფთა ქართული რეალობიდან.
პოსტის მიზანია : იმის დამტკიცება, რომ სრულიად ჯანსაღი ადამიანიც კი ”არაჯანსაღ” გარემოში მოხვედრის შემდეგ - ნერვროზით ავადდება.
პოსტის ამოცანაა: დანევროზების მიზეზების აღწერა საკუთარ მაგალითზე.
ნევროზი - კრებითი ტერმინია, რომელიც გამოიყენება მრავალი ფსიქოლოგიური დარღვევის აღსანიშნად. ყველაზე ხშირად იხმარება შფოთვითი სიმპტომების და შესაბამისად განპირობებული ქცევის ფსიქიური დაავადებებისგან განსასხვავებლად.
მაშ ასე დავიწყეთ ერთი ჩვეულებრივი დღის აღწერით.
დილა : მესიზმრება , რომ ვიღაცა თავში მძიმე საგანს მირახუნებს, სიზმრიდან ნელნელა ვერკვევი და მძიმე საგანის ხმა - მეზობლის ჩაქუჩის ხმად იქცევა, რომელსაც რატომღაც დილის 8 საათზე მოუნდა კედელზე რაღაცის მიჭედება.
ძილგატეხილი და დილიდანვე ხასიათ მოშხამული სამარშრუტო ტაქსში ვჯდები :
ძლივს ვეტევი სკამზე და  მუხლებზე წინა სავარძლის რკინები მერჭობა. ჩენი ნევროზი პიკს აღწევს მაღლივის გადათხრილ გზაზე. ჯაყჯაყსა და აქეთ-იქით მიხეთქებებს - მძღოლის მუსიკალური გემოვნება და ღერიღერზე გაბოლებული სიგარეტი ემატება.
ჩანართი : ვერ ვიტან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: კაფეებში, სამარშრუტო ტაქსებში და ყველა ისეთ ადგილას , სადაც შეიძლება სხვა ადამიანის უფლებები დაირღვეს- რომ მიბოლებენ ცხვირწინ. ვერ ვიტან ამ სიგარეტის სუნს და სრული უფლება მაქვს არ ვიყო პასიური მწეველი!!!
ნევროზიანი დილის - ნევროზიანი გაგრძელება. დანიშნულების ადგილამდე სანამ მოვაღწევ- ლანძღვა-გინების ხასიათზე ვდგები და საკუთარ თავთან გამუდმებით ვიმეორებ რომ ”ქართველებს არაფერი გვეშველება”.
სამსახური  არ მაქვს ”მძიმე” და ”დასაგრუზი” - ერთ პატარა დეტალს თუ არ ჩავთვლით. კონდიციონერი არ გვაქვს. ვზივარ კომპიუტერთან და ვცხელდები და ვცხელდები. სიცხე და შეხუთულობა გულზე შემომდის და არათუ საქმეს, სკაიპში მეგობრებთან ჭორაობასაც კი ვერ ვუდებ გულს. ნევროზსს კიდევ უფრო მიმატებს - საჭმლის ჭამის დრო . რაც უფრო მშია, მით უფრო ვერ ვფიქრობ რას შევჭამდი. არჩევანი კი ასეთია- ზემელის ამჟავებული სალათები თუ ცომეულობა. ამ უკანასკნელს არ ვეკარები , ხოლო ამჟავებული სალათების ჭამა კი ამომივიდა ყელში!

"ნევროზული რეაქციები წარმოიქმნება შედარებით სუსტ, მაგრამ ხანგრძლივად მოქმედ გამაღიზიანებლით, რომელიც იწვევს მუდმივ ემოციურ დაძაბულობას ან შინაგან კონფლიქტებს."
სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ კვირაში სამჯერ ინგლისურზე გავრბივარ. ელბაქიძის დაღმართზე მოთმინებით ველოდები, როდის ინებებს 15 ნომრის მძღოლი მანქანის დაქოქვას, როდის მოზოზინდება ჩემამდე და როგორც იქნა რომ ავალ და მგონია მივდივარ- უცბად გაჩერდება. ზოგიერთი თავხედი მძღოლი ძრავსაც კი რთავს და კიდევ რამდენიმე წუთი არხეინად დგას. ამასობაში კი 2 ნომერიც ჩამიქროლებს და 63- მე კი ისევ ვზივარ, ნერვებზე ვსკდები და სიცხეში ვიხრუკები.
ასეთი ნევროზული დღის შემდეგ - მოგეხსენებათ რა კარგია მეგობრების გარემოში დასვენება, მაგრამ უმეტესწილად ესეც არ ხერხდება იმ მიზეზისდაგამო რომ ასე ყველა თავისი ნევროზებით -დანევროზებული ვერ ვახერხებთ საერთო იდეებსა და სურვილებზე შეთანხმებას.
საღამოს სახლში მისულს - მშობლების დღის ნევროზების მოყოლა მელოდება , შემდეგ ძილი და მეორე დღეს კი ისევ იგივე.

"ნევროზული მოშლილობა ჩვენს ქვეყანაში ისევეა გავრცელებული, როგორც სომატური ანუ სხეულის დაავადებები, თანაც მისი გამოვლინება მეტად მრავალფეროვანია. ადამიანები, რომლებსაც რომელიმე ორგანოს პათოლოგია აწუხებთ, ცდილობენ, ასე თუ ისე მალე მიმართონ ექიმს, ნევროზით შეპყრობილები კი პრობლემას უგულისყუროდ ეკიდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი შესაძლოა აღემატებოდეს კიდეც სომატური დაავადებებით გამოწვეულ ვნებას. ბევრს ჰგონია, რომ გუნება-განწყობის მუდმივი დაქვეითება, გაღიზიანება, შფოთვა, შიში, სიცარიელისა და მარტოობის განცდა, სიცოცხლის ხალისის დაკარგვა ხასიათის თავისებურებაა. სინამდვილეში სულიერი წონასწორობის აღდგენა აუცილებელია, რათა ადამიანმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს."

ჩვენ ყველას ნევროზული გარემო გვაერთიანებს!
გაძლება მოგცეთ ღმერთმა ...

9 comments:

babisa said...

srulfasovan wevrobas vin chivis

magram
es is faqtorebia, romelsac mgonia, rom marto ver gaumklavdebi
garemos xom ar shecvli, marshutkis mzgolebs xom ver shecvli, gzebs xom ver daageb, salatebis aramjavebaze tavad xom ar izruneb
mokled jachvia, sadac shen mxolod erti rgoli xar da ver shecvli

gamosavali?

tu ipovot , mitxarit :))

Samuel poeta said...

Visite o blog do poeta do tempo: www.poemasdosamuel.blogspot.com

Sophie Golden said...

გერმანიის შემდეგ ნევროზი კი არა, მე ფსიქოზი მეწყება ხოლმე და ვეღარ ვძლებ საქართველოში. Very sad but true :|

interesi said...

როცა ექიმი ვერ ადგენს რა ხდება - დიგნოზია: ან ნერვოზი ან ალერგია ...
ეს კი იმდენად გამჯდარია ჩვენში, რომ ყველაფერს ნერვოზს ან ალერგიულობას ვაბრალებთ ... :)))
პატივისცემით ...

უბრალოდ said...

interesi
ეგეც მართალია : )

Sophie Golden
ეგაა ჩვენი რეალობა ...

babisa
გამოსავალი დაკიდება და არხეინი ცხოვრებაა რომელიც შენში უნდა შეიქმნა თურმე. მაგრამ ხან გამოდის ხან არა :/

oakleyses said...

burberry outlet, air max, prada handbags, burberry outlet, michael kors outlet, uggs outlet, michael kors outlet, oakley sunglasses cheap, christian louboutin, michael kors outlet, prada outlet, oakley sunglasses, tiffany and co, michael kors outlet, air max, nike free, cheap oakley sunglasses, oakley sunglasses, louis vuitton outlet, jordan shoes, michael kors outlet, ugg outlet, polo ralph lauren, gucci outlet, ray ban sunglasses, louboutin outlet, kate spade outlet, rolex watches, cheap uggs, louis vuitton outlet stores, oakley sunglasses, replica watches, louis vuitton outlet, louboutin, longchamp handbags, louis vuitton handbags, louboutin shoes, ray ban sunglasses, ugg boots clearance, polo ralph lauren outlet, nike shoes, louis vuitton, longchamp handbags, tiffany and co, michael kors outlet online sale, longchamp outlet

oakleyses said...

kate spade handbags, nike free, oakley pas cher, nike free pas cher, longchamp, sac burberry, timberland, new balance pas cher, vans pas cher, ray ban pas cher, michael kors uk, polo lacoste, polo ralph lauren, nike tn, true religion jeans, nike blazer, true religion jeans, coach outlet, vanessa bruno, air max, hollister, michael kors outlet, true religion outlet, sac hermes, abercrombie and fitch, north face, air jordan, replica handbags, hollister, michael kors, coach outlet store online, air max, converse pas cher, true religion outlet, nike roshe, lululemon outlet online, north face, mulberry, nike air force, nike air max, sac guess, hogan outlet, ray ban sunglasses, air max pas cher, nike roshe run pas cher, michael kors pas cher, ralph lauren, sac longchamp pas cher, louboutin, coach purses

oakleyses said...

p90x, soccer jerseys, iphone 6s cases, timberland boots, ralph lauren, vans shoes, nike huaraches, bottega veneta, birkin bag, herve leger, asics running shoes, wedding dresses, baseball bats, insanity workout, celine handbags, nike trainers, north face outlet, nfl jerseys, iphone cases, louboutin, giuseppe zanotti, beats by dre, s6 case, mont blanc, abercrombie and fitch, ghd, soccer shoes, ipad cases, reebok outlet, iphone 5s cases, iphone 6s plus cases, chi flat iron, lululemon outlet, mcm handbags, new balance shoes, air max, nike roshe run, babyliss pro, mac cosmetics, iphone 6 cases, hollister clothing store, iphone 6 plus cases, north face jackets, ferragamo shoes, oakley, instyler, valentino shoes, jimmy choo outlet, hollister, longchamp

oakleyses said...

gucci, canada goose, ugg, canada goose uk, wedding dresses, moncler, marc jacobs, pandora jewelry, canada goose, juicy couture outlet, ray ban, montre homme, barbour, toms shoes, sac louis vuitton, swarovski, louis vuitton uk, pandora jewelry, links of london, sac lancel, pandora charms, moncler, louis vuitton, moncler, canada goose, moncler, ugg boots, ugg, karen millen, supra shoes, canada goose, moncler, moncler outlet, hollister, coach outlet store online, ugg pas cher, swarovski crystal, moncler, canada goose, doke gabbana, thomas sabo, vans, barbour, canada goose outlet, moncler, sac louis vuitton, ugg, louis vuitton, canada goose jackets, juicy couture, converse, pandora charms