Thursday, July 22, 2010

Batumi Jazz Festival, romper-ებში გამოწყობილი გოგონები და მწეველი მსმენელი

     ” ეგენი უნდა შეამწყვდიო ერთ ოთახში და მთელ დღეს ჯაზი ასმენინო - 
         ეგ იქნება მათი სასჯელი”                                                                                                            
სოფო

ეს წინასიტყვაობა ბათუმის ჯაზ ფესტივალზე შეყრილ საზოგადოებას (უმრავლესობას მაინც) ეხება. ის რომ ჯაზი მოდაში შემოვიდა გაგონილი მქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში  ანდაზა "ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია" –მთლად სასიამოვნო არ აღმოჩნდა ჩემთვის.
 რომ გითხრათ ჯაზის გარდა სხვა მუსიკას არ ვუსმენ და ვერ ვკადრებ საკუთარ თავსთქო– მოგატყუებთ, მაგრამ ჩემთვის ნამდვილი ზეიმი იყო ჯაზფესტივალზე მოხვედრა და იმ სიამოვნების მიღება, რაც კონცერტებისგან მივიღე.
ის რომ ჯაზი მოდაშია–როგორც უკვე აღვნიშნე –ვიცოდი, მაგრამ ის რომ უმრავლესობისთვის ჯაზფესტივალი მხოლოდ სახელი, ხოლო კორტები, კი გარუჯული სხეულის და საღამოს კაბების გამოსამზეურებლი ადგილი იყო – ეს ფესტივალის საღამოებიდან შევიტყე. ისიც ვიცოდი რომ ქართველებს მოსმენის კულტურა არ გვაქვს , მაგრამ არც ისეთი უკულტურო მეგონა ჩვენი თავი , როგორიც ფესტივალზე გამოჩნდა.
გამიხარდა  რომ ჩემს გარდა სხვამაც შეამჩნია , რომ ქართველები უზომო რაოდენობის სიგარეტს ეწევიან ( სამწუხაროდ მე ამაში უფრო დიდ პრობლემას ვხედავ , ვიდრე ეს ნიკოტინზე დამოკიდებულებაა. ძირითადი მიზეზებია: უსაქმურობა, უკულტურობა და კომპლექსები) და შემრცხვა იმის , რომ ეს მასაკელამ აღნიშნა და თან ერთერთ წინარიგებში მდგომს ისიც კი სთხოვა ბოლი სხვაგან გაუშვი, ჩემსკენ ნუ აბოლებო .

ბათუმის ჯაზფესტივალის 3 დღეს დავესწარი , ანუ გახსნის გარდა ყველას და მინდა აღვნიშნო , რომ მეორე და მესამე დღე უფრო მომეწონა, ვიდრე ბოლო , ფესტივალის დახურვის დღე. ბოლო დღეს კიდევ უფრო შეიმჩნეოდა, რომ საზოგადოება ზემოთაღნიშნული მიზნების გამო იყო მოსული. შესაბამისად ძალიან ბევრი ხალხი იყო და ატმოსფეროც "არაჩემეული".
  მუსიკას–სიტყვებით ვერ გადმოსცემ , და არც მუსიკისგან მიღებული ემოციების გამოხატვაა ადვილი. ამიტომ უბრალოდ ჩემი აღფრთოვანების ობიექტებს გაგიზიარებთ პატარა ფოტორეპორტაჟების სახით:
დღე მეორე :ROY HARGROVE QUINTET
 დღე მესამე : MIKE STERN BAND
 RH FACTOR
 დღე მეოთხე :ASTROGEORGIA
 HUGH MASEKELA & BAND
 იმედია მომავალში უკეთესი ხარისხი იქნება ( ორგანიზატორებისა  და მსმენელის მხრიდან) , ხოლო ფესტივალზე კი უფრო მეტი ქართველი მონაწილე.
 P.S.   ბათუმის ჯაზფესტივალზე გავეცანი რა თანამედროვე ქართული მოდის ტენდენციებს– დავასკვენი: თუ გინდათ რომ მოდას არ ჩამორჩეთ თქვენს გარდერობში აუცილებლად უნდა ეკიდოს: მთლიანი -მაისური– შარვალი, ან მაისური– შორტი ე.წ. Romper

9 comments:

nastasia said...

კარგია მარტო მე რო არ ვამჩნევ ხოლმე უკულტურო პუბლიკას, ანუ მე არ მეჩვენება რამეები.
საზოგადოების მხრივ ყველაზე დაწურული პუბლიკა მეორე დღეს იყო, შემსრულებლებში როი დავაფავორიტე და კიდე მივხვდი, რომ 4 დღე გადაბმულად ჯაზკონცერტები კი ბედნიერებაა, მაგრამ დამღლელიც არის. შუალედები რო ქონოდა, ცოტა აზრზე მოსვლას მოვასწრებდი.
ხოოდა, მწეველები ერთი და მეორე კატასტროფა იყო კოქტეილის ჭიქებს და ლუდის ბოთლებს სცენაზე რომ აწყობდნენ :შ

უბრალოდ said...

nastasia
ჩემი ფავორიტიც როი გახდა , მაგრა გამისწორდა :*
პუბლიკაზე მეც ხშირად ვფიქრობ, იქნებ ისეთი საშინელი არაა მე როგორიც მგონიათქო, მაგრამ ამის გაფიქრების შემდეგ კიდევ ბევრჯერ გავღიზიანდი.

გუშინ აღვნიშნე არტ–გენზე, ამდენი მუსიკის მოსმენა აღარ შემიძლიათქო – მართლაც დამღლელია ამდენი ინფორმაციის, ენერგიის და მუხტის მიღება.

babisa said...

kargi posti iyo da fotoebi xom zalina zalian momewona :))

nu, sazogadoebac geti rom gvyavs, ar axalia da guldasawwyvetia namdvilad.

cota musikosbze dagewera da musikaze da vrclad romel dges ra xdeboda raa

უბრალოდ said...

babisa
მადლობა.

ხო რავიცი ვრცელი აღწერა დამეზარა, მაგრამ იქნებ ცალკე პოსტი მივუძღვნა ჩემს ფავორიტს :*

Lasharela said...

კარგი პოსტია....ფოტოები შენი გადაღებული თუ არის აქვე ამ წამს გაღიარე და გავედი...

უბრალოდ said...

lasharela
რათქმაუნდა ჩემი გადაღებულია :)

ნილიკი said...

martla kargi posi iyo! friad visiamovne :)))Romper tendencia momewona gansakutrebit :DDD :*

უბრალოდ said...

ნილიკი
:*

შეიძინე მოგიხდება ისე :*

oakleyses said...

kate spade handbags, nike free, oakley pas cher, nike free pas cher, longchamp, sac burberry, timberland, new balance pas cher, vans pas cher, ray ban pas cher, michael kors uk, polo lacoste, polo ralph lauren, nike tn, true religion jeans, nike blazer, true religion jeans, coach outlet, vanessa bruno, air max, hollister, michael kors outlet, true religion outlet, sac hermes, abercrombie and fitch, north face, air jordan, replica handbags, hollister, michael kors, coach outlet store online, air max, converse pas cher, true religion outlet, nike roshe, lululemon outlet online, north face, mulberry, nike air force, nike air max, sac guess, hogan outlet, ray ban sunglasses, air max pas cher, nike roshe run pas cher, michael kors pas cher, ralph lauren, sac longchamp pas cher, louboutin, coach purses