- მეზობლები ერთმანეთის ცხოვრებაში ცხვირს არ ყოფენ
- აღარ არის გაუთავებელი სმა–ჭამის სინდრომი ქვეყანაში
- 20 წელს გადაცილებული ვაჟი/ქალი მშობლებთან აღარ ცხოვრობს
- ქორწინებას მხოლოდ 30 წელს გადაცილების შემდეგ წყვეტენ
- დედამთილი რძალს, რძალი მულს– აღარ ეკინკლავება/ეშუღლება
- ქალიშვილები აღარ არსებობენ და შესაბამისად აღარ ლაპარაკობენ/ქილიკობენ/ხუმრობენ ამ თემაზე ყველგან
- და ა.შ.
ერთნი ამბობენ : ადრე თუ გვიან აქამდე მივალთ, გარდაუვალია ეს პროცესიო, გლობალიზაციაო: ამერიკანი– და ევროპიზაციაო...
მეორენი კი პასუხობენ: არ უნდა დავკარგოთ ჩვენი "მეობა, კაცობა, გაგება და ჩახუტებაო"
რაა მამულიო თუ :
კაცებს:
- გვიან ღამე შინ დაბრუნებულ მეზობლის გოგოზე რამე ცუდი არ თქვი ან არ გაიფიქრე
- უმაქნისად არ იჯექი შუახნობამდე მშობლების კისერზე და მერე მათ კისერზევე არ მოიყვანე ცოლი
- 20–30 წლის ასაკში მშობლების გავლენის და მფარველობის ქვეშ არ იყავი და მათ როგორც უნდათ ისე არ მოიქეცი
- დღეში ერთხელ მაინც არ აგინე ცოლს დედის ნათესაობა
- მწვადით და ხინკლით არ ამოიყორე მუცელი და ზედ წყალწყალა ლუდი არ მიაყოლე ოხრად
- ნასვამი არ დაჯექი საჭესთან
- ცოლის მოყვანიდან 2 წლის თავზე მინიმუმ 1 საყვარელი მაინც არ გაიჩინე
- გადაღძუებამდე არ შეინახე ქალიშვილობა
- ისეთს არ გაჰყევი ცოლად , როგორიც არასდროს მოგწონდა და მერე მთელი ცხოვრება ტანჯვაში არ გაატარე;
- არ გათხოვდი, შვილები არ გააჩინე და სახლში არ დაჯექი ნევროზებში ჩაფლული და მთელი შენი ცხოვრება ქმარს და შვილებს არ შესწირე მუხლჩახრილი შრომაში
- დღეში ერთხელ მაინც დედამთილს ან მულს არ გაუმწარე ცხოვრება (თუ არ გაგიმართლა და გაუთხოვარი მული ხარ–მაშინ რძალს)
- სხვების დასანახად სახლი არ ალაგე, ჭურჭელი არ რეცხე – რაც არ უნდა დაღლილი იყო, არიქადა მეზობელმა არ შემომისწროს არეულ სახლშიო
- ქმარზე არ თქვი მე ნუ დამანახებს და გამაგონებს თორე ისე სადაც უნდა იქ იაროსო
მე კი გეუბნებით აღარც ასეთი საქართველოს ატანა მაქვს და სიმართლე გითხრათ გაევროპელებულ–გაამერიკელებული საქართველოს წარმომიდგენაც ძალიან გამიჭირდა.
თქვენ?
7 comments:
არც ახლანდელი გამოგვდის და არც გაგლობალიზებული.
ყველაფერი დამახინჯებული გვევასება და მანდ გვაქვს ყველაზე მეტად დარხეული
mmm me vityodi, rom unda gaagrzelo chamonatvali da es postis pirvel nawilad sheracxo, imdenia "raa mamuli", rom ra msotvlis :)
vabsheta mamulzea es damokidebuli ro?
utvino
სხვა ქვეყნება ხომ იპოვეს რაღაც გზა- შუალედური, იქნებ ჩვენც გვეშველოს? !
babisa
ეჰ მამულზე დამოკიდებულება პირობითია ამ შემთხვევაში, უბრალოდ მაგ ყველაფრის გარეშე წარმოუდგენელია საქართველო-და მაგაშია პრობლემა.
ჩამონათვალი მართლაც დიდი იქნება
გაევროპელებულ–გაამერიკელებული საქართველოს წარმომიდგენა მეც გამიჭირდა...
მწარე სიმართლე ამჟამად დაწვრილებით ჩამოაყალიბე :შ
საქართველო მხოლოდ იმას აღიარებს რაც უკვე იყო, ახალი არ უნდათ :შ
დარწმუნებული ვარ ვიღაცა აღმავალს გაუჩნდება კითხვა: "ამ პრობლემის გადასაჭრელად რას აკეთებთ, მხოლოდ წუწუნებთო?!
ხოდა მეჯავრება გვერდითი ლოჟის დიდი ადამიანი...
მორალი გვეკარგება :|
ნიცშეს აზრით მორალი ძირითადად ორი სახისაა: მორალური შეფასებები ყალიბდება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც მოწოდებულნი არიან იბატონონ, ან იმ ადამიანთა მიერ რომელთა ხვედრი ენაზე კბილის დაჭერაა :|
ხოდა მორალურ შეფასებებს საყოველთაო მნიშვნელობა აღარ ექნება, ჩვენ დამოკიდებულები ვართ იმაზე, თუ ვინ ადგენს ღირებულებებს :|
ყველაფერი ისე დახატე როგორც არის და რეალურად წარმომიდგა მთელი ეს შავი უბედური ნახატი :(
თუმცა პასუხები არა მაქვს, არც ის ვიცი რა უნდა გავაკეთოთ,როგორ შევცვალოთ
მაგრამ ის ფაქტია რომ ყველაფერს ვამახინჯებთ: ჩვენს წარსულსაც ად ვითომ "ტრადიციებს", ევროპიდან ან ამერიკიდან გადმოტანის დროსაც ყველაფერს ვამახინჯებთ და საერთოდ რას ნიშბნავს ეს --მახინჯები ვართ?!
ეს ისე რითმას უხდებოდა
თოორე საბოლოოდ მე მაინც ვფიქრობ რომ ჩვენს გვეშველება, ნელ-ნელე მაგრამ მაინც გვეშველება რამე :)
ugg outlet
ugg boots
louis vuitton handbags
tiffany outlet
ray ban sunglasses
moncler outlet
michael kors handbags
the north face outlet
thomas sabo uk
jordan shoes
true religion jeans
jordan shoes
michael kors outlet
michael kors factory outlet
soccer jerseys
cheap nba jerseys
louis vuitton bags
the north face
timberland boots
adidas wings
cheap jordans
ugg australia
tory burch outlet
air jordan shoes
the north face outlet store
mulberry outlet
ralph lauren uk
pandora jewelry
coach outlet online
lululemon outlet
soccer jerseys
mbt shoes
ray ban sunglasses
swarovski outlet
1029maoqiuyun
gucci, canada goose, ugg, canada goose uk, wedding dresses, moncler, marc jacobs, pandora jewelry, canada goose, juicy couture outlet, ray ban, montre homme, barbour, toms shoes, sac louis vuitton, swarovski, louis vuitton uk, pandora jewelry, links of london, sac lancel, pandora charms, moncler, louis vuitton, moncler, canada goose, moncler, ugg boots, ugg, karen millen, supra shoes, canada goose, moncler, moncler outlet, hollister, coach outlet store online, ugg pas cher, swarovski crystal, moncler, canada goose, doke gabbana, thomas sabo, vans, barbour, canada goose outlet, moncler, sac louis vuitton, ugg, louis vuitton, canada goose jackets, juicy couture, converse, pandora charms
Post a Comment