Saturday, July 31, 2010

ფიქრები კინემატოგრაფიაზე და ჩემი ბრჭყვიალა კაბა

ხანდახან არის ხოლმე წუთები, როცა თავი კინოს გმირი მგონია, უფროდაუფრო ღრმად შევდივარ როლში და თითქმის მთელ სცენარს ავაგებ ხოლმე საკუთარ პერსონაჟზე.
მერე ვიწყებ ფიქრს ამ სცენარის გადაღებაზე და იმაზე თუ რატომ იღებენ ამდენ უაზრობებს (ფეშენ საზოგადოებაზე, ძველ ბიჭებზე, ვაკელ გოგო–ბიჭებზე) , მაშინ როცა უამრავი საინტერესო ფილმის გადაღებაა შესაძლებელი ქართულ რეალობაში, მაშინ როცა უამრავი საინტერესო პერსონაჟი დაიარება ჩვენს ირგვლივ და მაშინ როცა ხანდახან ამ პერსონაჟების ცხოვრება ერთი დიდი კინოს სცენარია.
დღეს კიდევ ერთხელ მეგონა თავი კინოს გმირი. უკვე მერამდენედ გამოვიღე გარდერობიდან გერმანიაში ფასდაკლებაზე ნაყიდი თეთრი კაბა..რამდენჯერაც მისი ჩაცმა დავაპირე იმდენჯერ შემაწუხა ფიქრებმა : იქნებ ძალიან გამოსასვლელია, იქნებ შეუსაბამო ადგილას ვიცვამ, ასე გამოპრანჭული ქუჩაში როგორ გავიდე, ხალხი რას იტყვის , ყურებას დამიწყებენ და ა.შ. ამ ფიქრებით შეწუხებული კაბას თავისივე ადგილას ვაბრუნებდი . თუმცა  ამჯერად აღარ შევკიდე.  თითქმის სახლიდან გამოსვლამდე 5 წუთით ადრე გადავიცვი და ბევრი რომ აღარ მეფიქრა გავვარდი. გაჩერებაზე მწველი მზის ქვეშ აღმოვჩნდი. გაგიკვირდეთ შეიძლება, მაგრამ მე იმ ადამიანთა ტიპს მივეკუთვნები, რომელსაც რაც არ უნდა ფული ჰქონდეს – ტაქსის გაჩერებას და მასთან "ვაჭრობას"  ისევ სამარშრუტო ტაქსით ჩანჩალი ურჩევნია.
ამჯერად "პირველივე ტაქსი გავაჩერე . მიზეზი, რათქმაუნდა,""ხალხი რას იფიქრებს" , "ხალხი რას იტყვის "– გახლდათ. თუმცაღა მეთვითონაც ვერ ვაცნობიერებდი რა უნდა ეფიქრა ხალხს – თუკი ბრჭყვიალებიანი საღამოს კაბით  სამარშრუტო ტაქსიში ავიდოდი. მაგრამ იმდენად დიდი იყო ჩემში "ეს ხალხი რას იფიქრებს" რომ გავაჩერე ტაქსი ,მძღოლს დანიშნულების ადგილი და მგზავრობის საფასური ვაცნობე და ჩავჯექი. ისიც არ შემკამათებია და მორჩილად გასწია.  უკანა სავარძელზე ვიჯექი და შიგადაშიგ თვალი სარკისკენ მეპარებოდა. ჩემი კაბის მბრწყინვალება სარკიდანაც კი თვალს მჭრიდა. ხანდახან მძღოლსაც ეპარებოდა თვალი, თუმცაღა ამ ამბავს ამჯერად არ გავუღიზიანებივარ.

მეგობრის დაბადებისდღეზე ჩემმა კაბამ ისეთი ოვაციები და აღფრთოვანება დაიმსახურა რომ მისი ყიდვის ისტორია რამდენჯერმე მოვყევი. სახლში წამოსვლის ჯერიც მიდგა. ამჯერად ძალიან დამეზარა ტაქსის გაჩერება და გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამევლო. რამდენიმე გაჩერება გავიარე . ვგრძნობდი ირგვლივ ჩაცუცქული ბიჭების, ეზოებში მოთამაშე ბავშვების მზერას. ერთ–ერთ გაჩერებასთან ავტობუსი გაჩერდა, ნომერს შევხედე და ბევრი ფიქრის გარეშე ავედი ჩემი ბრჭყვიალებით გაწყობილ საღამოს  კაბით. 
აი მაშინ გავიფიქრე რომ ფილმის ერთ–ერთ " ცხოვრებისეულ" ეპიზოდში ვთამაშობდი და მომწონდა ის რომ ფილმის გმირი ვიყავი.
ამ ფიქრებიდან ისევ ქართულ კინემატოგრაფიამდე მივედი და კიდევ და კიდევ გამიკვირდა : რატომ არ იღებენ ფილმებს ქართულ რეალობაზე, ქართველ პერსონაჟებზე, პრობლემებზე ოჯახში ,სკოლაში, საზოგადოებაში. რატომ თითხნიან ძალით სულელურ ამბებს, არაფრისმთქმელ პერსონაჟებს და  რატომ არ უნდათ რომ აჩვენონ რა აფსურდების ქვეყანა ვართ– რამდენად მინიმალისტები და მაქსიმალისტები, კეთილები და ბოროტები ერთდროულად ... რომ ხშირად ვცხოვრობთ არა ჩვენთვის , არამედ საზოგადების აზრისთვის, რომ ხშირად გვიხარია და გვწყინის იმიტომ რომ სხვამ დაინახოს ეს, რომ იმდენად დიდია ჩვენში ეს  " ხალხი რას იტყვის " რომ ხანდახან საკუთარი თავები და სურვილებიც გვავიწყდება.
ჩემი ახალი ბრჭყვიალებიანი თეთრი კაბით ვიდექი ოფლის სუნით გაჟღენთილ ყვითელ ავტობუსში და ვფიქრობდი ქართული კინემატოგრაფიის პრობლემებზე და იმაზე რომ მეც ერთ–ერთი ფილმის პერსონაჟი ვარ. მერე რა რომ ჯერ გადაუღიათ, მჯერა რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაიღებენ.

P.S.პოსსკრიპტუმად გიტოვებთ  ჩემი საყვარელი რეჟისორის – ფედერიკო ფელინის–"გზა" –ს – ნახვა რეკომენდირებულია!

9 comments:

Clown said...

"იმდენად დიდია ჩვენში ეს " ხალხი რას იტყვის " რომ ხანდახან საკუთარი თავები და სურვილებიც გვავიწყდება."

ვწუხვარ, მაგრამ მართალი ხარ :|


საშინელი გრძნობაა როცა გაშტერდებიან და გრძნობ, რომ შენზე "ტიქტიკებენ" :|
მე მაგ დროს ფეხები მებლანდება და ჩემს თავზე საშინლად ვმწარდები :|


ისე შენი ბრჭყვიალა კაბის ამბავი, რომ წავიკითხე ჩამეღიმა ^_^ <3

ჩორვენი¹³ said...

me miyvars quchashi rom makviordebian da vakvirdebi :D zogjer iseti uazro mishtereba vici rom mere mrcxvenia xolme magram ra vqna tu zogjer moxibluli var zogierti adamianit :D

da qartul realobashi yvelaferi kinos sijetia, yvelazo boroti da afsurduli komediisa romelic gaaognebs mayurebels :D

Ano said...

Namdvilad daavadebulebi vart am sindromit, ywelapers rasac vaketebt vaketebt ise rom vitwaliscinebt mshoblebis,mezoblebis, megobrebis, sazogadoebis azrs. es mankieria, es arascoria, rodesme unda moegos bolo da amovisuntqot da davicyot cxovreba ise rogorz gvinda.
Dzalian kargi rom is chaizvi tax dzalian gindoda gulit, da daimsaxure kidevac motoneba da agprrovaneba dab dgeze:)

უბრალოდ said...

Clown

ეგრეაა, ეგრეე.
კაბაზე რათ ჩაგეღიმა– მართლა ძალიან ბრჭყვიალა კი არაა :))

ჩორვენი¹³
ყოჩაღ შენ რომ გიყვარს, მე თავს ცუდად ვგრძნობ რომ ვგრძნობ ხალხის მზერას მითუმეტეს დაკვირვებულს :))

Ano

მართალია, მაგრამ მთავარი ისაა როდის – როდის დავიწყებთ ისე ცხოვრებას როგორც გვინდა?! მერე ძალიან გვიანი ხომ არ იქნება?

babisa said...

mainteresebs eg kaba me !

Anonymous said...

eeeeeh. am qveyanaSi Wirs rames gafiqrebac ki...arada rom gvekidos viTom raa ro?
mara mere mezoblebs saWorao aRar eqnebaT da riTi moklan zedmeti Tavisufali dro?...sakiTxavi ai esaa

Clown said...

@უბრალოდ

წარმოგიდგინე და იმიტომ ჩამეღიმა ^_^

<3

Natalia said...

ვაიმე, კითხვა რომ დავიწყე, პირველივე სიტყვებიდან სულ ჩემი ფიქრები გეწერა! ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე, რომ ერთი უბრალო გოგონას ისტორია რომ გადაიღონ, ბევრად უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ის იდიოტური ფილმები მოდელ გოგონებზე. ამის შესანიშნავი მაგალითი ამელია :)

ხოდა, ის მომენტიც, რომ ხალხი შემომხედავს, ისე ხშირად მაწუხებს რომ ბევრი რამ ჩაუცმელი მიდევს სახლში :) უნდა მოვიშოროთ ეგ ფიქრები და ჩავიცვათ თავისუფლად. დაე, გვიყურონ :)

პ.ს რა კარგი პოსტი იყო, ეხლაც კი სასიამოვნო ემოციებში ვარ.

უბრალოდ said...

Clown :)

babisa ნახავ თუმცა დიდი არაფერია :)

Natalia
დაე , გვიყურონ– მომეწონა : ))

აბა რაააააააა :)

:*