Sunday, August 15, 2010

გეოგრაფიის სიყვარულიდან – მსოფლიო სიყვარულამდე

მეექვსე კლასიდან დავიწყე გეოგრაფიის სწავლა. თავდაპირველად არ მომეწონა ეს ახალი საგანი, განსაკუთრებით მაშინ როცა მასწავლებელმა დაფასთან გამიძახა და გრძედებზე და განედებზე უაზროდ ვიბლუყუნე. არ მესმოდა არსი. თუმცა ნელნელა კონტინენტების, კუნძულების და ნახევარკუნძულების, მდინარეების და ზღვების სახელები ზეპირად შევისწავლე , თანაც ისე რომ ყოველგაკვეთილზე ვიხვეწებოდი დაფასთან გამოსვლას და რუკაზე ამა თუ იმ ქვეყნის ჩვენებას. გეოგრაფია ჩემი საყვარელი საგანი გახდა, საგანი რომელსაც განსაკუთრებული რუდუნებით ვამზადებდი. საათობით შემეძლო რუკასთან დგომა და ყურება. გავაკეთე გეოგრაფიის რვეული, სადაც ვიწერდი ყველა საინტერესო ინფორმაციას. საბოლოოდ რუკების გადახატვამდეც მივედი. ახლაც ინახება ჩემს უჯრაში რუკებით აჭრელებული ეს რვეული.
მას შემდეგ რაც გეოგრაფია კარგად ვისწავლე და გავეცანი ჩვენი ქვეყნის გეო–პოლიტიკურ მდებარეობას, გამოგიტყდებით და ძალიან გამიკვირდა და ჩავფიქრდი. მიკვირდა რომ ასე შორს ვიყავით ევროპის ცენტრისგან და იმ ქვეყნებისგან, რომლებისგანაც მეგონა დიდად არ განვსხვავდებოდით. მიკვირდა რატომ გვყავდა "ასეთი" მეზობლები და ძალიან მაინტერესებდა ჩვენ როგორ ხალხად აღგვიქვავდნენ სხვა ეროვნების ხალხი.
ქვეყნიდან პირველივე გასვლისთანავე თითქმის ჩემს ყველა კითხვას პასუხი გაეცა. ეს პასუხი არ გახლდათ ჩემთვის სახარბიელო. აღმოჩნდა რომ თითქმის უმრავლესობამ არ იცოდა სად მდებარეობს საქართველო, კავკასიაც კი. ხოლო ვისაც ვუხსნიდი– ეგონა რომ მეც რუსულად ვლაპარაკობდი ანდაც სომხეთს და აზერბაიჯანს რომ ვუხსენებდი– ჩვენც მათ "მსგავს" ქვეყნად აღგვიქვავდნენ. არადა მე ხომ ჩემს წარმოდგენაში ქართველები "სულ სხვა" ჯურის ხალხი მეგონა. არ ვარ შოვინისტი და არც ნაცისტი, უფრო მეტიც ხანდახან თავს მსოფლიო მოქალაქედაც ვთვლი ხოლმე, მაგრამ რატომღაც ძალიან იმოქმედა ჩემზე იმ ფაქტმა , რომ ან სომხების და აზერბაიჯანელების "პონტში გავდიოდი" ანდაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის შემადგენლობაში შევდიოდით.
იმ წელს კიდევ ბევრი რამ გავიგე მსოფლიოს გეოგრაფიული მოწყობის, ეთნიკური ომების და სხვადასხვა კულტურების ნიშანთვისებების შესახებ. საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ჩემი გეოგრაფიული თვალსაწიერის გაზრდის ძალიან კარგი საშუალება აღმოჩნდა. ვნახე როგორ ცეკვავდნენ ერთად ჩეჩენი და რუსი, როგორ მეგობრობდნენ სომხები და აზერბაიჯანელები, ვნახე როგორ ესმით ერთმანეთის დაშლილი რესპუბლიკების შვილებს, სლავებს,სლოვაკებს,ჩეხებს, სხვადასხვა კონფლიქტების შვილებს – ბულგარელებს, რუმინელებს, მაკედონელებს. დავინახე და ვიგრძენი უამრავი რამ, ვნახე როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი სხვადასხვა ჯურის და წარმომავლობის ხალხს და დავინახე რომ მაინც "ერთნი ვართ" .
 ასეთი განსხვავებულები , სხვადასხვა ხასიათით, კულტურით, რელიგიით , ტრადიციებით – მაგრამ სინამდვილეში ასე ერთნი.
რათქმაუნდა ყველა უცხოელ მეგობარს თუ დაინტერესებულ ადამიანს ავუხსენი – ჩვენი ქვეყნის რაობა, ენა, კულტურა, მოვუყევი ისტორია და მაქსიმალურად მივუახლოვე მათი წარმოდგენები რეალურს. ყველა მათგანი მიხვდა რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ ინფორმაციის ფლობა – ჩემთან სამეგობროდ.
მე კი მივხდი რომ ჩემი გეოგრაფიის ცოდნა სულაც არ ყოფილა გამოსადეგი, რომ თუ გინდა ქვეყანა შეიმეცნო რუკას კი არ უნდა უყურო და ის კი არ უნდა იცოდე რა რისი დედაქალაქია და სად რა მდინარე ჩამოდის , არამედ – უნდა იარო, უნდა გაიცნო, უნდა გიყვარდეს, უნდა იმეგობრო და უნდა ღია გქონდეს შენი გულის კარები.
 
P.S. შეიძლება ცოტა პათეტიკური გამომივიდა , მაგრამ ასეთ ხასიათზე დავდექი ძველი ფოტოალბომების დათვალიერებისას. თუ ვინმეს გაქვთ შანსი ისწავლოთ, იცხოვროთ, ეურთიერთოთ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს– აუცილებლად გამოიყენეთ!

9 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

ertob martali postia! ^_^

Clown said...

იმედია მექნება შანსი ^_^

პ.ს კარგი პოსტია ^_^

Anonymous said...

;) მომეწონა

meanderdze said...

1.მართლაც რომ კარგი პოსტია!
2.ცუდია, რომ ზოგ–ზოგიერთებს ასეთი რამეები არ ესმით...რუსეთი რომ იწვის ეს უხარიათ, მე კი განვიცდი რადგან ჩემთვის დედამიწა იწვის და ეს მარტო რუსეთს არ ეხება!
3.კოსმოპოლიტიზმთან ერთად პატრიოტიზმიც არ უნდა დაგვავიწყდეს, ვაჟაც ამას გვასწავლიდა დედათქვენი ქართულად გიმღეროდათ "ნანასო"!..

უბრალოდ said...

meanderdze
მიყვარს ვაჟას ეგ სტატია, ზუსტადაა გადმოცემული – რომ კოსმოპოლიტიზმი სრულაც არ უშლის ხელს პატრიოტიზმს და პირიქით.


გაიხარეთ, მიხარია თუ მეთანხმებით :)

დიდი ზღვაოსანი said...

მიხარია, რომ გეოგრაფია გიყვარს :) ოღონდ, გეოპოლიტიკური მდებარეობა არ არსებობს - ეგ არის პოლიტიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა ან გეოპოლიტიკური მდგომარეობა :)

უბრალოდ said...

დიდი ზღვაოსანი
მართალი ხარ. მადლობა შენიშვნისთვის. ჩავასწორებ :*

A m e l i e said...

vajas ert-erti publicisturi werili gamaxsenda :P momewona.

Unknown said...

barbour
kobe 9
true religion outlet
fendi sunglasses
dyson hair dryer
jordan 13
nike free
converse
jordans
chi flat iron
2018.10.26chenlixiang