ათსაათიანი, ზოგისთვის კი 12 საათიანი გზა- როგორც იქნა ამოიწურა. მესტიის აბრის გამოჩენას ყველა სულმოუთქმენლად ველოდით. გზა არადა არ მთავრდებოდა , ჩვენ კი უფროდაუფრო ვიღლებოდით.
მიკროავტობუსდან რომ ფეხი მესტიის მიწაზე , კერძოდ კი სასტუმრო თეთნულდის ტერიტორიაზე დავადგი - პირველი რაც ვიგრძენი სუსხი იყო, მეორე კი თვალისმომჭრელი სილამაზე ირგვლივ . განათებული კოშკები , თეთრი მყინვარები- ეს იყო რაც ღამეც შესანიშნავად ჩანდა. არ ვიცი ვინ რა იფიქრა, მაგრამ მე კი თავი მართლაც რომელიღაცა მთიანი ქვეყნის მთებში მეგონა (რაღათქმაუნდა ნორვეგიაც გამახსენდა , სადაც მთები და ასეთი ხის სასტუმროებია). გზამ ყველა დაღალა- ზოგს რა აწუხებდა, ზოგს რა: ზოგს შიოდა, ზოგს წყუროდა, ზოგმა თვითონაც არ იცოდა რა უნდოდა. ასეთ დროს ორგანიზატორის როლში ყოფნა - მინდა გითხრათ საკმაოდ რთული ყოფილა. რთულია ყველას სურვილი გაითვალისწინო და დააკმაყოფილო - მაშინ როცა შენც დაღლილი ხარ და ათასი ჯურის ხალხია ირგვლივ მისახედი. ყველაფრის თქმა ალბათ არ ღირს შიდა სამზარეულოდან - ჯერ ჩაიაროს ამ ხუთმა დღემ და მერე გაგიზიარებთ ამასთან დაკავშირებით ჩემს გამოცდილებას.
სასტუმრო თეთნულდი
ახლა კი რაც შეეხება დღევანდელ დღეს. დილას ყველამ გამოძინებულმა და დასვენებულმა სასტუმროდან რომ გამოვიხედეთ - მაშინღა გავაცნობიერეთ სად ვართ. ვერანდაზე ვისაუზმეთ - სვანური კოშკების ფონზე და ყველა ჩვენგანმა, დარწმუნებული ვარ ,იგრძნო რაღაც სიამაყის მაგვარი. ეს სიამაყე კი ერთიორად გაიზარდა მესტიის მუზეუმს რომ ვეწვიეთ. ჩვენი უცხოელი სტუმრებიც გაკვივებულები დაიარებოდნენ - შუა საუკუნეების საუცხოო ხელნაწერებს, წიგნებს, სამკაულებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს რომ ათვალიერებდნენ.
დღეს საღამოს 8 სთ-ზე მსოფლიო მუსიკის ფესტივალის გახსნაა. ყველანი ვემზადებით: ფესტივალის ორგანიზატორები, მონაწილეები თუ ტექნიკური პერსონალი. გვინდა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. დღევანდელ საღამოს მესტიის ფოლკლორული ანსამბლები :რიჰო და ლატალი გახსნიან, ხოლო საღამოს ჯგუფი ”რეგიონის” მუსიკალური ჰანგები დაასრულებს.
აუცილებლად მოგიყვებით ყველაფერს
ესეც კიდე ჩვენ:
3 comments:
aba, shen ici! sheitkbe mandauroba :*
რა კარგია :(
burberry outlet, air max, prada handbags, burberry outlet, michael kors outlet, uggs outlet, michael kors outlet, oakley sunglasses cheap, christian louboutin, michael kors outlet, prada outlet, oakley sunglasses, tiffany and co, michael kors outlet, air max, nike free, cheap oakley sunglasses, oakley sunglasses, louis vuitton outlet, jordan shoes, michael kors outlet, ugg outlet, polo ralph lauren, gucci outlet, ray ban sunglasses, louboutin outlet, kate spade outlet, rolex watches, cheap uggs, louis vuitton outlet stores, oakley sunglasses, replica watches, louis vuitton outlet, louboutin, longchamp handbags, louis vuitton handbags, louboutin shoes, ray ban sunglasses, ugg boots clearance, polo ralph lauren outlet, nike shoes, louis vuitton, longchamp handbags, tiffany and co, michael kors outlet online sale, longchamp outlet
Post a Comment