Saturday, September 04, 2010

ბაზგირეთი

აქეთ რომ მოვდიოდი- არც კი ვიცოდი რა მოლოდინი მქონოდა, რა წარმოდგენა და რა სავარაუდო სურათი შეიძლება დამხვედროდა- საზღვრებსგარეთ საქართველოში. ვნერვიულობდი და ვფორიაქობდი კიდეც და მოუთმენლად ველოდი ჩვენებურებთან შეხვედრას.
საზღვარს რომ გავცდით და შავშეთისკენ გზას დავადექით- ჩვენმა მეგზურმა - ბაზგირეთელმა ქართველმა გვითხრა - ცოტახანს გავჩერდეთ ერთი ჩვენებური ბიჭი უნდა გაგაცნოთო. ჩვენებური ბიჭი გვარად ათაბაგ-ჯაყელი აღმოჩნდა, მართალია ქართული არ იცოდა , მაგრამ ისე გვიმასპინძლა რომ ქართველსაც შეშურდებოდა. სულ რამდენიმე წლის წინ გავიგე რომ ქართველი ვარო- შემდეგ გვარის ისტორიაც გამოუკვლევია და ჯაყელების მთელი საგავრეულო შტოები ჩამოგვითვალა.
თურქეთში ამ დროს რამაზანი გახლავთ და შესაბამისად გვიან ღამემდე არც ჭამენ , არც სვამენ და არც რესტორნები და საჭმელი დაწესებულებები მუშაობს. თუმცა ჩვენი სისხლის ჯაყელი ამან არ დააბნია - შეშა და ხორცი იყიდა და საპიკნიკოდ წაგვიყვანა ახლომახლო ტყეში. 


თურქეთის საზღვრებში მდებარე ქართულ მიწაზე პირველივე ჩვენებურმა ჩემზე ისეთი დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა რომ სრულიად დამშვიდებულმა გავუყევი ბაზგირეთისაკენ გზას.
გზად ლამაზ-ლამაზი ველები, მთები და მდელოები გვხდებოდა.
 სოფელში შემოღამებულზე მივედით. ერთადერთი რაც იმ ღამეს დავინახე - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იყო, რომელიც ზედ ჩვენს თავზე ეკიდა თითქოს. მასპინძლებმა ვახშამი მოგვართვეს და შემდეგ თბილად დაგვაძინეს. თბილად იმიტომ რომ ბაზგირეთი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს და საკმაოდ გრილოდა.
 მეორე დილიდან სოფლის დათვალიერებას და ხალხის გაცნობას შევუდექით. ყველა ქართულად გულთბილად გვესალმებოდა. ისეთი ლაზათიანი ქართულია შემორჩენილი რომ გულზე მალამოდ მედებოდა მათი თითოეული სიტყვა. სოფლის შარაგზას მივუყვებოდი - გზად შემხვედრებს გამარჯობას ვეუბნებოდი და როგორა ხარ-ზე პასუხად:კაი ვარ-ს ვიღებდი.
სოფელში ბევრი ხალხი არ დაგვხდა , რადგან საზაფხულო საძოვრებზე იყვნენ გახიზნულნი. თურმე წელიწადის ორ თვეს ივლისსა და აგვისტოს- საზაფხულო სახლებში ატარებენ, ხოლო მარიობის შემდეგ საქონელს უკან მიერეკებიან სოფლებში. ჩვენი იქ ყოფნა სწორედ მათ დაბრუნებას ე.წ. ბარგობას დაემთხვა და ჩვენც შანსი არ გავუშვით ხელიდან ამ დღეს დავსწრებოდით. ბაზგირეთს მაღლა და მაღლა  ავუყევით და საზგირელიდან ( ყველაზე მაღალი წერტილია 2500მ) ქვეყნიერებას გადმოვხედეთ.
 (ეკლესიის ნანგრევი, სადაც რამდენიმე წლის წინ ქართული წარწერა აღმოუჩენიათ ქვაზე. იმ ქვას რა ბედი ეწია არავინ იცის)
შემდეგ უკვე მთა გადავიარეთ და დაბლობებს დავუყევით. შეღამებულზე პატარა ხის სახლებში დანთებულმა ლამფებმა გამოანათეს. ერთ-ერთ სახლში შემიყვანეს, სადაც 4-5 ქალი იატაკზე ფეხმორთმული იჯდა და ვახშამს შეექცეოდა. მაშინათვე ჩაი მომართვეს და საპატიო ადგილი გამომიყვეს. შემდეგ ყველამ რაღაც მკითხა: ჩვენებური ხარ გო?
რაი გქვია? ლობიოშორვა არ გინდა? გევრეგი უფრო მოგეწონა თუ ბიში? ერთერთი ქალს სამი შვილი ჰყავდა და სამივე თან ახლდა. უფროსმა ბიჭმა იცოდა ქართული, დანარჩენებმა კი არა. დაელაპარაკეთო რამდენჯერმე უთხრა ქალმა შვილებს, აი წესიერად რომ იცოდეთ გურჟისტანული ახლა ხომ გამოგადგებოდათო.
საღამო თბილ ატმოსფეროში გავატარე , საათი რომ შუაღამეს მიუახლოვდა, ყველანი ავიშალეთ და კალოზე გავეშურეთ. აკორდეონის ხმა შორიდანვე მოგვესმა. კალოზე უკვე შეკრებილიყვნენ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი გოგონები და თავსაბურიანი ქალები.ბიჭებს  ცეკვაც დაეწყოთ. ცოტახანში ხორუმს ქალები და ბავშვებიც შეუერთდნენ და წრეზე ცეკვამ მთელ ღამეს გასტანა. თურმე ბარგობის ღამეს ტრადიციულად ათენებენ ცეკვასა და სიმღერაში, ხოლო როგორც კი ინათებს- მიერეკებიან საქონელს, მიაქვთ ბარგი და უბრუნდებიან თავიანთ მუდმივ საცხოვრებლებს. მიუხედავად იმისა რომ საშინლად გავიყინე და უძილობაც გამიჭირდა დაუვიწყარი შთაბეჭდილება მივიღე.

ბაზგირეთში ხუთი დღე დავყავი, რამდენიმე ოჯახს ვესტუმრე და მათი საჭმელებიც დავაგემოვნე. ყველაზე მეტად ალბათ კაკლიანი სინში ჩადგმული და მოხრაკული მომეწონა
გამიჭირდება გადმოგცეთ ის ემოცია , რაც მე ამ ხალხის ნახვის და გაცნობა-დალაპარაკების შემდეგ დამეუფლა. ძალიან უცნაური იყო საქართველოდან შორს, საზღვრებს გარეთ- მუსლიმანურ თურქეთში,  ამდენი ქართველის , ასე ქართულად მოსაუბრის ნახვა. ისეთი ძველისძველი ქართული სიტყვები აქვთ შემორჩენილი და ისეთი ქართული ენით საუბრობენ რომ - გავვოცდი. სიმღერებიც ჩვენებური და სულში ჩამწვდომი აქვთ. რაც მთავარია ახალგაზრდები აგრძელებენ ტრადიციებს , მღერიან, ცეკვავენ და ქართულ ლექსებსაც კი წერენ
”ჯანჯერის ბაწრებიდან- გეიარ გახვალ ზიარეთ,
სულ აღარ მავიწყდება - ჩვენ რომ ერთად ვიარეთ.
ჩვენ ჯანჯირის შუაზე, ცივი წყალი ამოდის,
გოგოვ შენი თვალები , გულიდან არ ამომდის.”
ყველაფერს ნამდვილად ვერ ჩავატევ ამ პოსტში , მაგრამ იმას გეტყვით , რომ თუ გინდათ საქართველო გაიცნოთ - საქართველოს საზღვრებსაც უნდა გასცდეთ და თურქეთში დარჩენილი ქართული სოფლები შემოიაროთ. მე ეს ბაზგირეთიდან დავიწყე და ახლა მაჭახელში ვაგრძელებ. აუცილებლად დავბრუნდები ამ მხარეში კიდევ ერთხელ- უფრო დიდხანს და საფუძვლიანად და აუცილებლად მოვინახულებ ჩემს ნაცნობ ზუმბაძეებს, ცვარიძეებს, გამეშიძეებს თუ მჭედლიძეებს.

13 comments:

babisa said...

rakargi ambebi da fotoebia. bolo kadri lamis racha megona :) iqauri qrtvelebi ki martlac mainteresebs. mixaria shens gamo, kargia, rom gaecani mand xalxs da adgilebs :)

მარიამ ბლანკი¹³ said...

au ra magaria ra magariaa
mec minda ase xetiali ♥

უბრალოდ said...

vixetialot mere .
aucilebelia am mxareshi "kargi"qartvelebis xetiali :)

nastasia said...

au, ra kargia, ro moicale da dawere, da tan egre tbilad da kargad rom arian ganwyobilebi da jer isev ro xvdebi mand,ro qartvelebs naxulob...
mec mominda...

xooda, kide gadasarevi fotoebia :)

nati kuda said...

veli gagrzelebas!

oakleyses said...

kate spade handbags, nike free, oakley pas cher, nike free pas cher, longchamp, sac burberry, timberland, new balance pas cher, vans pas cher, ray ban pas cher, michael kors uk, polo lacoste, polo ralph lauren, nike tn, true religion jeans, nike blazer, true religion jeans, coach outlet, vanessa bruno, air max, hollister, michael kors outlet, true religion outlet, sac hermes, abercrombie and fitch, north face, air jordan, replica handbags, hollister, michael kors, coach outlet store online, air max, converse pas cher, true religion outlet, nike roshe, lululemon outlet online, north face, mulberry, nike air force, nike air max, sac guess, hogan outlet, ray ban sunglasses, air max pas cher, nike roshe run pas cher, michael kors pas cher, ralph lauren, sac longchamp pas cher, louboutin, coach purses

xumeiqing said...

20160729meiqing
michael kors outlet
air force 1
levis jeans
jordan pas cher
true religion jeans
michael kors outlet
louboutin outlet
cheap nike air max
lacoste shoes
ferragamo shoes
tiffany and co
louboutin
ralph lauren pas cher
nike free flyknit
nike air max
longchamp outlet
adidas superstar
louis vuitton outlet
abercrombie and fitch outlet
yeezy boost 350
valentino shoes on sale
michael kors outlet clearance
nfl jerseys wholesale
pandora outlet
nike store
ralph lauren outlet online
michael kors outlet online
rolex replica watches
ray ban outlet
babyliss pro
north face jackets
sac longchamp pliage
versace shoes
uggs sale
fitflops
michael kors outlet
michael kors outlet
fitflop shoes

xjd7410@gmail.com said...

20160914 junda
michael kors outlet online
nike store uk
toms shoes
michael kors outlet clearance
air jordan 11
supra shoes
cartier watches
michael kors outlet online
nike outlet store
polo ralph lauren
ugg boots
valentino outlet
ugg australia
mulberry sale
the north face jacket
christian louboutin uk
cartier watches
michael kors outlet
oakley sunglasses
michael kors outlet clearance
prada shoes
longchamp handbags
nike air max 90
longchamp pas cher
uggs clearance
tiffany jewellery
canada goose jackets
michael kors handbags
nike huarache
mulberry handbags
oakley sunglasses wholesale
louis vuitton outlet
cheap michael kors handbags
ugg boots
coach outlet online

xumeiqing said...

20161110meiqing
hollister kids
ralph lauren outlet
cheap jordans
christian louboutin outlet
uggs on sale
oakley sunglasses outlet
canada goose outlet online
coach outlet
ed hardy
gucci outlet

John said...

birkenstock outlet
pandora charms sale
fred perry polo shirts
yeezy boost 350
thunder jerseys
adidas outlet store
cheap nfl jerseys
oakley sunglasses outlet
polo ralph lauren outlet
gucci
20170328yuanyuan

raybanoutlet001 said...

new england patriots jerseys
salomon shoes
49ers jersey
ray ban sunglasses
oakley sunglasses
oakley sunglasses
cheap oakley sunglasses
cheap nhl jerseys
prada shoes
fitflops

QQQQQQQQQ said...

adidas ultra boost
nike huarache
yeezy boost 350 v2
ultra boost
yeezy boost
red bottoms
kobe 11
hermes handbags
nmd
iniki

Bilibili said...

Pandora Charms
Pandora Jewelry Outlet
Jordan 4 Retro
Nike Air Max 270
Air Jordan 9
Air Jordan
Kyrie Irving Shoes
Jordan 11
Jordan 11
Rodney20190408