Tuesday, September 28, 2010

სექსი კემბრიჯში ანუ სასარგებლო პოსტი

როგორ დავწეროთ სასარგებლო პოსტი?

პირველ რიგში ვთქვათ რა არის სარგებელი?
სარგებელი შეიძლება იყოს მატერიალური თუ სულიერი რაც შეიძლება მოგვიტანოს ნებისმიერმა ჩვენმა თუ სხვისმა გაკეთებულმა საქმემ, სიტყვამ, ემოციამ და ა.შ.
სასარგებლო კი ყველაფერი რასაც ჩვენთვის სარგებელის მოტანა შეუძლია.

იმისათვის რომ გავიგოთ რამ შეიძლება მოუტანოს სარგებელი ჩვენს მკითხველს , საჭიროა პატარა კვლევის ჩატარება. უნდა გავიგოთ რა აინტერესებთ მათ ყველაზე მეტად და რას ელიან ჩვენი ბლოგიდან.
  • კვლევის შედეგად ბოლო დღეების მანძილზე ჩემს ბლოგზე ყველაზე ხშირად მოხვდნენ სიტყვებიდან : · სექსი (5) · კემბრიჯი (4)
მას შემდეგ რაც გამოკვლეული იქნა მკითხველთა ინტერესთა სფერო , ვიწყებთ პოსტის წერას. რათქმაუნდა გვჭირდება სათაური. სასურველია მოკლე , კონკრეტული და ცოტა დამაინტრიგებელიც, რაც მთავარია უნდა გადმოსცემდეს პოსტის მთავარ არსს.
  • მე ამ შემთხვევაში დიდი არჩევანი არც მაქვს,  ასე რომ ჩემი სათაურია:            სექსი კემბრიჯში
ახლა გადავიდეთ პოსტის შინაარსზე, აქ რათქმაუნდა უნდა ჩავრთოთ  ჩვენი ფანტაზია და ბევრიც ძვირფასი და გამოცდილი Google
  • სექსი რომ ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში ხდება ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ ის რომ მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში კემბრიჯში მთვრალი სტუდენტები სექსის სიმულაციისთვის დაიჭირეს – იცოდით?  ან ის თუ გსმენიათ რომ კემბრიჯში სწავლის ფულის გადასახდელად ბევრი გოგო სტრიპტიზ ბარებსა და ღამის კლუბებში მუშაობს? უფრო მეტიც რამდენიმე მათგანი სხეულსაც კი ყიდის 50– 100 ევროდ. ""მე მქონდა სამსახური, მაგრამ ბევრს არ მიხდიდნენ. სხვა სტუდენტ გოგოს შევხდი, რომელიც ამას აკეთებდა. თუ ერთხელ გააკეთებ მერე მიმზიდველი და მაცდუნებელია. თუ შენ გჭირდება ჩქარი და ადვილი ფული– აი ისიც. მე ღამეში 7 კლიენტამდე ვასწრებ" – აცხადებს ერთერთი სტუდენტი გოგონა.
 სალაპარაკო თემა გვაქვს , ახლა მეტი დამაჯერებლობისთვის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ სტატისტიკები, კვლევები და რიცხვები. რიცხვები ყველაზე მეტად იზიდავს მკითხველის ყურადღებას
  • გამოკვლევებმა აჩვენეს რომ კემბრიჯის უნივერსიტეტების 46% ზე მეტ სტუდენტს 7 დღეში 2 ზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ. იგივე გამოკვლევის მიხედვით კემბრიჯის სტუდენტების 86.5 % ჰეტეროსექსუალია, 7 % ჰომოსექსუალი, ხოლო 7.1.% ბისექსუალი. 
 ახლა კი საჭიროა ისეთი მაგალითების მოშველიება და  ისეთი ადამიანების ხსენება, რაც თემას მკითხველისთვის უფრო ახლობელს გახდის, ანუ საჭიროა ზოგადი თემის ლოკალიზება .  ჩვენს შემთხვევაში საჭიროა  სადმე საქართველოს და ქართველი სტუდენტების ხსენება და შედარება.
  • ის, რომ საქართველოში სტატისტიკა არ გვაქვს და არც ბეჭდურ მედიაში შევხდებით მსგავს სტატიებს – იმაზე მეტყველებს , რომ ქართველ სტუდენტებს სექსისთვის  არ სცხელათ.   თუმცაღა ეს სულაც არ ნიშნავს იმას , რომ ქართველი სტუდენტს უფრო მეტი დრო რჩება სწავლისთვის და შესაბამისად უფრო მეტად განათლებულია.  როგორც ერთ ქართულ ფორუმზე ამოვიკითხე: გერმანელი პროფესორის ვერნერ ჰაბერმაილის მტკიცებით : თურმე სექსი შესანიშნავი საშუალება ყოფილა ინტელექტის კოეფიციენტის (IQ) ასამაღლებლად, მაგრამ ამისთვის ხშირი სექსია საჭირო. როგორც პროფესორი ამბობს სექსის, დროს ტვინში რუხი ნივთიერება გამოიყოფა, რომელიც ორგანიზმში ადრენალინის და ჰიდროკორტიზონის ჰორმონების გაზრდას იწვევს. ორგაზმის დროს გადამუშავებული ენდორფინები და სეროტინები ადამიანს უფრო მეტ თვითდაჯერებულობას მატებენ და ეს ნიშნებზეც ასე თუ ისე წარმატებულად აისახება.    იქვე კი ასევე ერთერთი ფორუმელის პასუხიც იყო: "მეცარავთქვი რატომ არიან ქართველები ჩლუნგები"
ახლა კი ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და რაღათქმაუნდა აუცილებელია დასკვნის გაკეთება, რათა ყველაფერი წყალში არ ჩაგვეყაროს. მკითხველს სჭირდება არა მშრალი ინფორმაცია , არამედ შეფასება. რათქმაუნდა შესაძლებელია საკითხის ღიად დატოვებაც, ეს ჩვენი გადასაწყვეტია, მაგრამ საჭიროა ამის თქმა. ესეც ხომ დასკვნაა.
  • სწავლაც რომ სასარგებლოა და სექსიც ამას დიდი მტკიცება არ უნდა. ცხადია რომ კემბრიჯელ და ქართველ სტუდენტებსა და მათ პრობლემებს შორის დიდი სხვაობაა მაგრამ დასკვნის გამოტანა  თუ რომელი მათგანის მდგომარეობა სჯობს თქვენთვის მომინდვია.
ჩვენი პოსტიც მზად არის.  არ ვიცი რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა იგი თქვენთვის, მაგრამ მე კი ვეცადე– ის ინფორმაცია მომეწოდებინა – რასაც ეძებდით და ითხოვდით.  თანაც შევეცადე ეს ისე გამეკეთებინა  რომ გარკვეული სარგებელი მაინც მოეტანა თქვენთვის.


პოსტში გამოყენებული არცერთი ინფორმაცია არაა გამოგონილი
    გამოყენებული ბმულები:
    Cambridge girls use sex to pay fees
    Cambridge girls booze and sex shame  
    How to Write a Great Blog Post in Just 15 Minutes
    miracle.ge 

    P.S. მოთხოვნა ყოველთვის არ უნდა ნიშნავდეს მიწოდებას! :)

    4 comments:

    Anonymous said...

    swavlis Jini seqsis Jins waagavs!@konfuci

    უბრალოდ said...

    :D

    Anonymous said...

    madloba saintereso postistvis, amavdroulad es posti rom wavikitxe cota cud xasiatze davdeki, saqme isaa rom saswavleblad britanetshi var wamosuli, chemi shekvarebuli ki sakartveloshia, akedan gamomdinare xshiri seksi ver mekneba da es chem nishnebzec aisaxeba. tfu ti nu ti.

    SexSystem said...

    მშვენიერი სტატია გამოაცხე - ყოჩაღ :)