Tuesday, October 26, 2010

ბედისწერა,ოცნებები და ვილნიუსი

ამბობენ როცა რაღაც გულით გინდა, როცა რაღაცისკენ გამუდმებით იღწვი – ის აუცილებლად გამოგივა და შეგისრულდებაო. არ ვიცი ამას ვინ ამბობს კონკრეტულად ან სად ამოვიკითხე– ბიბლიაში, რომელიმე ფილოსოფოსის წიგნში თუ კოელიოს "ცხოვრებისეულ–ბედისწერულ" ნაწარმოებებში – მაგრამ ის კი ვიცი , რომ მართლაც ასეა.
ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ– ყველაფერი რომ მოვინდომო და ყველაფერი გამომივიდეს და მერე აღარაფერი მქონდეს მოსანდომებელი რა მეშველება–თქო. მაგრამ მაქამდე რათქმაუნდა შორს ვარ.

გადის წლები, ცხოვრობ და გგონია რომ არაფერი განსაკუთრებული არ იცვლება– მაგრამ თუნდაც 2 წლის უკან რომ დამსვა ახლა და დღევანდელ დღეს შევხედო– გამიკვირდება და გამიხარდება კიდეც. ნებსით თუ უნებლიეთ, ჩემი ცხოვრება წინ მიიწევს,მიუხედავად დეპრესიული შემოტევებისა და შიგადაშიგ პესიმისტური აზრებისა.  არ ვიცი ეს ჩემი მონდომების წყალობითაა, დიდი სურვილით თუ ბედისწერის გამოისობით, მაგრამ ასეა.

სკოლის ასაკში – მეგობრობის დღიურებში– კითხვაზე რაზე ოცნებობ?– ჩემი პასუხი ასეთი იყო– მოგზაურობაზე.
ნუთუ ჩემს ბავშობის ოცნებებს ასრულება უწერიათ? 

წინ კიდევ ერთი ქალაქი მელოდება დასაპყრობად
თუ ყველაფერი კარგად იქნა– ლიტვა – ამ წელს ნანახი მესამე ქვეყანა იქნება, ხოლო ვილნიუსი რიგით მეექვსე ან მეშვიდე ქალაქი.
ზოგჯერ –უბრალოდ–მოინდომე–ბოლოს–აგისრულდებაო :)