Wednesday, October 26, 2011

ყვითელი ავტობუსებიდან– ყვითელ სამარშრუტო ტაქსებამდე ანუ ჩემი ევროპული ოცნება

 მახსოვს პირველად რომ წავედი საზღვარგარეთ და ჩამოვედი– ყვითელი ავტობუსები დამხვდა შემოყვანილი, ახლა რომ ჩამოვედი კი ყვითელი სამარშრუტო ტაქსები, თუმცა ამჯერად თითქმის გაორმაგებული ფასებით.
ამ და სხვა თემებზე ჩამოვარდა გუშინ საუბარი ორი თვის უნახავ მეგობრებთან შეხვედრისას. ჩვენი სოციალურ თუ პოლიტიკურ თემებზე საუბარი ხშირ შემთხვევაში დიდი დისკუსიით და კამათით სრულდება ხოლმე, მაგრამ გუშინ ეს ასე არ მოხდა. ყველა რაღაცნაერად სევდიანი იყო, ყველა ერთმანეთს ეთანხმებოდა ან უბრალოდ ჩუმად იჯდა და მეორეს სევდიან მონათხრობს უსმენდა.
მე მეამიტად ვიკითხე– რატომ არ გამოვიდამეთქი ხალხი მგზავრობის ფასის გაძვირების გასაპროტესტებლად–  მათ კი მომიგეს , რომ მაგისთვის არავის ეცალა, რომ ხალხი იმით იყო დაკავებული ჯაშუშობადაბრალებული ფოტოგრაფები დაეხსნა ციხიდან. კიდევ იყო სხვადასხვა ვერსიები – ვინღა გამოვა როცა ასეთი მაგალითები აქვთ წინო? ან თუ ვინმე გამოვა– მივა უფლებებგაზრდილი პატრული და ეტყვის დაიშალეთო, თუ არ დაიშლებიან – პატრულის შეურაცჰყოფისთვის დააპატიმრებენ და შეიძლება სამუდამო პატიმრობასაც გამოჰკრან ხელიო. კიდევ არისო ერთი გზაო– იქვე ახლომახლო ერთ–ორ არყის ან თუნდაც ლუდის ბოთლს მიდებენ და მერე იტყვიან კანონის დარღვევისთვის დავაკავეთო.
ეს ვერსიები რამდენად რეალურია –ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ფიქრის საკმაო საფუძველი არსებობს.

 ეს თვენახევარი ნორვეგიაში საზაფხულო სკოლაში გავატარე , სწორედ იმ პერიოდში როცა ბრეივიკმა მსოფლიო შეძრა თავისი სისასტიკით, მაგრამ ახლა ამ ფაქტზე არ გავამახვილებ თქვენს ყურადღებას. ჯგუფში თხუთმეტნი ვიყავით: 6 ამერიკელი, 4 აფრიკელი, 1 ნეპალელი, 1 პაკისტანელი, 1 ყაზახი, 1 ბელარუსი და ერთიც მე –ქართველი. მე ზუსტად გამყოლ ზოლად ვიჯექი ამერიკელებსა და დანარჩენ სამყაროს შორის. მაშინ, როცა მაგალითები უნდა მოგვეყვანა საკუთარი ქვეყნიდან , ლექტორი მე, ყაზახს და ბელარუსს ერთად მოგვმართავდა– როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. სიმართლე გითხრათ ვერც ამ ქვეყნებთან ვაიგივებდი თავს და ვერც ამ ქვეყნების წარმომადგენელ გოგონებთან, რომლებიც მუდმივი არაპუნქტუალურობით და ლექციაზე თავიანთი" high tech phone"–ბში კირკიტით გამოირჩეოდნენ. რათქმაუნდა, არ მსიამოვნებდა მათთან ერთ ქვაბში მოხარშვა. მე ხომ თავს ნამდვილ ევროპელად ვგრძნობდი, აღმოსავლეთ ევროპელად, მაგრამ მაინც ევროპელად და სასტიკად განვიცდიდი რომ "ჩემი მონათესავე" ევროპელები არ იყვნენ წარმოდგენილნი ჩვენს ჯგუფში.
აქვე დავსძენ რომ ის, რომ მე თავს ევროპელად ვგრძნობდი ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას , რომ საქართველო ევროპაა. ჩემი საზაფხულო სკოლების გამოცდილებიდან კარგად დავინახე, რომ ქართველები თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობენ მეზობელი სომხების და აზერბაიჯანელების გარემოცვაში და რუსულენოვან ქვეყნებთან – ვიდრე დანარჩენ მსოფლიოსთან (მიუხედავად ასაკისა და ენობრივი შესაძლებლობებისა). ალბათ აქ უკვე პერსონალურ იდენტიფიკაციამდე მიდის საქმე და რთულია ან ჩემი შეგრძნებები და დამოკიდებულებები ან სხვა ქართველების განვაზოგადოთ, მაგრამ იმის გამო რომ "სხვა ქართველები" ყოველთვის უმრავლესობა იყვნენ – ისინი ქმნიდნენ "ქართველობის სახეს" სხვების თვალში, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე არცთუ ისე ახლოს იდგა ევროპასთან.
ჩვენს ჯგუფში ხშირად დგებოდა ის დრო, როცა მაგალითები საკუთარი ქვეყნის გამოცდილებიდან უნდა მოგეყვანა და პოლიტიკურ სისტემაზე, მმართველობის ტიპზე,  სამოქალაქო საზოგადოებაზე და სოციალურ–ეკონომიკურ სიტუაციაზე უნდა გესაუბრა. გამოგიტყდებით ყველაზე მეტად ამ დროს მიჭირდა. როგორც "ევროპელს" და ქვეყნის "ელჩს" რათქმაუნდა არ მინდოდა ცუდ ასპექტებზე გამემახვილებინა ყურადღება, მაგრამ არც ტყუილებით მინდოდა ამეხვია მათი თვალები.
მას შემდეგ რაც სუდანის დიქტატურულ რეჟიმზე და რბილად რომ ვთვქათ არადემოკრატიულ ბელარუსულ მმართველობაზე ვისაუბრეთ ჯერი საქართველოზე მიდგა. მე შორიდან მოვუარე, თუმცა ამ შემთხვევაში შინ მშვიდობით ვერ მივედი. მოკლედ 2003 წლიდან დავიწყე, რევოლუცია, დემოკრატიული პროცესები, ქრთამების არ არსებობა, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა ვახსენე და მერე გავჩერდი. აღარ ვიცოდი რა მეთქვა, მეც გზებსა და ხიდებზე , ბათუმსა და ანაკლიაზე ხომ არ დავიწყებდი საუბარს– როცა ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა არსებობს ქვეყანაში: სამუშაო ადგილების სიმცირე, წვრილი და საშუალო ბიზნესსთვის არახელსაყრელი გარემოპირობები და მონოპოლია, არათავისუფალი მედია , დემოკრატიის დაღმასვლა და ა.შ.
ასე რომ გავჩუმდი და ჯერი სხვას დავუთმე. ყოველთვის მიძნელდებოდა საზღვარგარეთ ყოფნისას საკუთარი ქვეყნის პრობლემებზე მესაუბრა, მაგრამ 2006 წლისგან განსხვავებით, წელს ეს გაცილებით უფრო ძნელი აღმოჩნდა. 2006ში თითქოს ყველაფერი ჯერკიდევ წესისამებრ მიდიოდა და მეც გაცილებით იმედიანი ვიყავი. წელს კი მივხდი რომ ჩემს "ევროპულ ოცნებას " კიდევ ძალიან დიდ ხანს ასრულება არ უწერია, რომ მე რაც არ უნდა ევროპელად ვგრძნობდე თავს , ჯერჯერობით მხოლოდ ის ქვეყანა ვართ, სადაც დემოკრატიული პროცესები დაიწყო, მაგრამ დღესდღეობით ისევ ხანგრძლივი ავტორიტარული რეჟიმის საფრთხის წინაშე ვდგავართ.
დღეს მე აღარაფერი აღარ მაქვს საკამათო ჩემს სკეპტიკურად განწყობილ მეგობრებთან და აღარც ჩემს საზღვარგარეთელ მეგობრებთან მაქვს რამე სათქმელი, როცა ჯერი ქართულ კუტურასა და ბუნებაზე კი არა , საქართველოს პოლიტიკურ–სოციალურ–ეკონომიკურ სიტუაციაზე მიდგება. კი ბატონო დავპატიჟებ მათ საქართველოში, ვიამაყებ სვანეთით, თუშეთით, ბათუმით, სიღნაღით, თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშებით, პარკებით თუ შადრევნებით ,მაგრამ ვერაფრით ვერ მოვატყუებ მათ რომ ხალხი თავისუფალი და ბედნიერია...
სამწუხაროდ, დღეს ჩემი პოზიცია – გაჩუმებაა.

ყვითელი ავტობუსების შემოყვანიდან –ყვითელ სამარშრუტო ტაქსებამდე– 5 წელი გავიდა. ეს ჩემთვის ის 5 წელია,  რომელმაც ოცნება დამისხვრია.

6 comments:

Anonymous said...

რაც მართალია, მართალია! გაიხარე! მადლობა, ასეთი გულწრფელი და მართალი შეფასებისთვის.

oakleyses said...

coach factory, oakley sunglasses, polo ralph lauren outlet, kate spade outlet, michael kors, ray ban sunglasses, michael kors outlet, louboutin, ray ban, longchamp, louis vuitton handbags, air jordan, louboutin, prada handbags, gucci outlet, oakley sunglasses, prada outlet, coach outlet store, nike shoes, louis vuitton, polo ralph lauren, air max, michael kors outlet, louboutin, michael kors outlet, toms shoes, tory burch outlet, burberry outlet online, tiffany and co, air max, jordan shoes, nike air max, coach outlet, true religion jeans, oakley sunglasses, ray ban sunglasses, burberry outlet online, nike free, michael kors, true religion outlet, louis vuitton outlet online, true religion, chanel handbags, polo ralph lauren outlet, coach purses, nike air max, nike free, ralph lauren, longchamp outlet

Unknown said...

ugg outlet
ugg boots
louis vuitton handbags
tiffany outlet
ray ban sunglasses
moncler outlet
michael kors handbags
the north face outlet
thomas sabo uk
jordan shoes
true religion jeans
jordan shoes
michael kors outlet
michael kors factory outlet
soccer jerseys
cheap nba jerseys
louis vuitton bags
the north face
timberland boots
adidas wings
cheap jordans
ugg australia
tory burch outlet
air jordan shoes
the north face outlet store
mulberry outlet
ralph lauren uk
pandora jewelry
coach outlet online
lululemon outlet
soccer jerseys
mbt shoes
ray ban sunglasses
swarovski outlet
1029maoqiuyun

oakleyses said...

burberry outlet, air max, prada handbags, burberry outlet, michael kors outlet, uggs outlet, michael kors outlet, oakley sunglasses cheap, christian louboutin, michael kors outlet, prada outlet, oakley sunglasses, tiffany and co, michael kors outlet, air max, nike free, cheap oakley sunglasses, oakley sunglasses, louis vuitton outlet, jordan shoes, michael kors outlet, ugg outlet, polo ralph lauren, gucci outlet, ray ban sunglasses, louboutin outlet, kate spade outlet, rolex watches, cheap uggs, louis vuitton outlet stores, oakley sunglasses, replica watches, louis vuitton outlet, louboutin, longchamp handbags, louis vuitton handbags, louboutin shoes, ray ban sunglasses, ugg boots clearance, polo ralph lauren outlet, nike shoes, louis vuitton, longchamp handbags, tiffany and co, michael kors outlet online sale, longchamp outlet

oakleyses said...

kate spade handbags, nike free, oakley pas cher, nike free pas cher, longchamp, sac burberry, timberland, new balance pas cher, vans pas cher, ray ban pas cher, michael kors uk, polo lacoste, polo ralph lauren, nike tn, true religion jeans, nike blazer, true religion jeans, coach outlet, vanessa bruno, air max, hollister, michael kors outlet, true religion outlet, sac hermes, abercrombie and fitch, north face, air jordan, replica handbags, hollister, michael kors, coach outlet store online, air max, converse pas cher, true religion outlet, nike roshe, lululemon outlet online, north face, mulberry, nike air force, nike air max, sac guess, hogan outlet, ray ban sunglasses, air max pas cher, nike roshe run pas cher, michael kors pas cher, ralph lauren, sac longchamp pas cher, louboutin, coach purses

Anonymous said...

AbstractThe aim of this paper is to present a Coach Handbags Clearance new finite volume method for moving wet/dry fronts in shallow water Coach Outlet Store flows. The method consists on reformulating the shallow water equations in a moving wetted domain where the wet/dry Yeezy Discount interface is located using the speed of the water flow. A set of parametrized coordinates is introduced and the underlying equations are transformed to a new hyperbolic system with advection terms to be solved in fixed domains.

And Sacchi, E. And Thilker, D. A. New Jordan Shoes 2020 AbstractHow do natural disasters affect electoral participation? The existing Ray Ban Glasses social science literature offers contradictory predictions. A considerable body of research in sociology and psychology suggests that traumatic events can inspire pro social behaviour, which might increase turnout. Yet, political Coach Outlet science has long held that even minor changes to Yeezy Boost 350 participation costs of low benefit activities Ray Ban Outlet can lead to considerable drops in civic engagement.