Saturday, December 10, 2011

ნამასტე ანუ ნეპალურ–ქართული ლექსიკონი

I
ნეპალში მოგზაურობის შემდეგ ძალიან გამიჭირდა არეული შთაბეჭდილებების დალაგება და შემდეგ მის გადმოსაცემად რაიმე ფორმის მოძებნა.
ამიტომ ჯერჯერობით რასაც გთავაზობთ ეს არის განმარტებითი ლექსიკონი, რომელშიც რათქმაუნდა ჩემეული განმარტებები, შეხედულები და შთაბეჭდილებებია.

ნამასტე– ნეპალური მისალმება. ეს ის სიტყვაა, რომელსაც ნეპალში ყოფნის დროს არაერთხელ იტყვი. ეტყვი ნეპალელს, ეტყვი უცხოელ ტურისტს, ეტყვი ქართველ თანამეინახეს. ეტყვი ისეთ კონტექსტშიც, როცა გამარჯობის თქმა სულაც არაა საჭირო, უბრალოდ ეს ერთადერთი სიტყვა იქნება, რომელიც გეცოდინება.
"Nama" ნიშნავს თავის დაკვრას, "as" ნიშნავს "მე" და "te" ნიშნავს 'შენ" ანუ  Namaste  სიტყვასიტყვით იქნება "მე თავს გიხრი შენ. "

Om Mani Padme Hum- ეს გახლავთ სიმღერა, რომელიც მთელს მოგზაურობას ფონად გასდევდა. კაფიდან–კაფეში, მაღაზიიდან–მაღაზიაში, ყველგან ამ სიმღერის ხმა გამოდიოდა. ჩვენ  მას "ომარი ბენტერა" შევარქვითისე კი ტიბეტური ლოცვა თუ შელოცვა ყოფილა. ტიბეტელ ბუდისტებს სწამთ რომ ამ სიტყვების ხმამაღლა ან ჩუმად წარმოთქმით ან თუნდაც წაკითხვით -დალოცვილი იქნები. თუ ამ პოსტის წაკითხვას აპირებთ, გირჩევთ ეს სწორედ ამ მუსიკის ფონზე გააკეთოთ. ჩემეულ ნეპალურ განწყობას მოგიტანთ.
კატმანდუ –ნეპალის დედაქალაქი, ერთმილიონამდე მაცხოვრებელით. იგი ნაახლოებით 2000 წლისაა და მოიცავს კიდევ ორ პატარა ქალაქს: პატანსა და ბახტაპურს და რამდენიმე სოფელს. სამივე ქალაქის მონუმენტები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. დღის მანძილზე კატმანდუს ქუჩებში სიარულს საკმაოდ დიდი ნებისყოფა სჭირდება. ფეხით მოსიარულეების, რაქშების, ტაქსებისა და მოტოციკლეტების რაოდენობა და მათი ქაოტური მოძრაობა კატმანდუს ვიწრო ქუჩებში –არაერთხელ გაწყევლინებთ თავბედს, მითუმეტეს , როცა ამ ყველაფერს გამაყრუებელი და გაუჩერებელი სიგნალების ხმას დავუმატებთ. თუ ტურისტი ხარ მაშინ მაღაზიის გამყიდველების მიპატიჟებაზე თავაზიანი უარის თქმა და ქუჩაში აკიდებული, რომელიმე ნეპალური ინსტრუმენტის გამყიდველის მოშორებაც არაერთხელ მოგიწევთ. მე პირადად ყველა ზემოთჩამოთვლილს გულადად ვუმკლავდებოდი, ერთადერთი რამაც ყველაზე მეტად შემაწუხა, საშინელი მტვერი და ნაგავია (შესაბამისი სუნით). ადგილობრივების უმრავლესობა მტვრის გამო ქუჩაში ნიღბებით დადის. კატმანდუმ ჩემში, ისევე როგორც ჩემს მეგობრებში გაურკვეველი გრძნობა დატოვა. გრძნობა, რომელიც არც სიყვარულია და არც სიძულვილი ან უბრალოდ ორივე ერთად.
კატმანდუში და მის სიახლოვეს ტურისტებისთვის აუცილებელად მოსანახულებელი ღირსშესანიშნაობებს შორისაა:

Durbar Square: რომელიც წარმოადგენს ნეპალის ძველი სამეფოს სასახლეების ნაშთებს. ნეპალში სამი დურბარ სკვერია კატმანდუს, ბახტაპურის და პატანის და სამივე მათგანი იუნესკოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებშია შეტანილი. მე სამივე სკვერი მოვინახულე და უამრავ საინტერესო არქიტექტურის მქონე  რელიგიურ ნაგებობებს, სასახლეებსა და სხვადასხვა დანიშნულების კოშკებს შორის ყველაზე მეტად – ოქროს კარიბჭე, 55 სარკმელიანი სასახლე და კამასუტრას კოშკი დამამახსოვრდა.

Pashupatinath Temple– გახლავთ ყველაზე ძველი ინდუსური ტაძარი კატმანდუში, რომელიც გაშენებულია მდინარე ბაგმათის ნაპირზე. საოცარი არქიტექტურის გარდა, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა –ეს მიცვალებულის დაწვის ცერემონია იყო. ეს უკანასკნელი საკმაოდ მძიმე და შემზარავი საყურებელია, ამიტომაც თუ სუსტი ნერვების პატრონი ხართ არ გირჩევთ ამ ვიდეოს ყურებას, განსაკუთრებით ბოლო კადრების.

ბუდას ტაძარი- Bauddhanath
ერთ–ერთი დიდი ბუდისტური ტაძარია მსოფლიოში. იგი მე–5 საუკუნეშია აშენებული და განსაკუთრებულად წმინდა ადგილს წარმოადგენს ტიბეტელი ბუდისტებისთვის. ბუდას ტაძარმა რასაც ქვია "დამიფსო თვალები" ცოტა თავისი სილამაზით და ცოტაც მის თეთრ კედლებზე არეკლილი მცხუნვარე მზის სხვივების გამო. ბუდას ტაძრის ირგვლივ ლამაზი არქიტექტურული ნაგებობები, მაღაზიები და კაფეებია, რაც ტაძარს ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
პოჰარა–კატმანდუს შემდეგ პოჰარაში ჩასვლა – ძალიან დიდი შვებაა. პოჰარა სიდიდით მეორე ქალაქია, მაგრამ გაცილებით წყნარი, სუფთა და უსუნო ვიდრე კატმანდუ.  მას ნეპალის ტურისტულ დედაქალაქსაც უწოდებენ, რადგან სწორედ აქედან იწყება ტრეკების უმეტესობა ანაპურნას დასალაშქრად. გარდა ანაპურნას მყინვარიანი ხედებისა, პოჰარას ბუნებას კიდევ სამი ტბა ალამაზებს. ჩვენ სწორედ ამ ქალაქში დავყავით ჩვენი მოგზაურობის უმეტესი დრო. იქ ყოფნის დროს კი ვფიქრობდი, თუ ევროპაში გინდოდა წასვლა , რაღა ნეპალში ჩამოხვედითქო– მაგრამ მთლად ასეც არ იყო საქმე. უბრალოდ პოჰარა , თავისი უამრავი ტურისტით, ათასგვარი მაღაზიებით, კაფეებითა, ბარებით და ღამის ცხოვრებით სავსე – და ამავე დროს საოცრად მყუდრო ატმოსფეროთი ნამდვილად მიმზიდველი იყო– კატმანდუს ქაოსის შემდეგ. თუმცა რამდენიმედღიანი წინ და უკან ბოდიალისა და ყველა ღირსშესანიშნაობების ნახვის შემდეგ –ცოტა არ იყოს და მოსაბეზრებელიც გახდა.

ანაპურნა- არის ჰიმალაების ნაწილი, რომელიც შეიცავს 8ათასიან მწვერვალს ანაპურნა I-ს და კიდევ 29 - ექვს–შვიდათასმეტრიან მწვერვალებს. თავად სახელი ანაპურნა- ითარგმნება , როგორც მოსავლის ქალღმერთი. პოჰარადან ყველაზე ლამაზი რაც მომეჩვენა მისი ერთერთი მწვერვალი Machhapuchhreგახლდათ. იგი ითარგმნება როგორც "თევზის კუდი" და რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის და უბედური შემთხვევების  შემდეგ მასზე ასვლა აკრძალულია.




რაქშა– ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და მოსახერხებელი სატრანსპორტო საშუალება ნეპალში. მე ერთხელ ვიჯექი ველოსიპედზე შებმულ ეტლში, მართალია , ცოტა შემეშინდა ისე მივქროდი დაღმართებზე, და ცოტაც მოგვატყუეს და შორს ჩამოგვსვეს დანიშნულების ადგილიდან, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი მგზავრობა იყო. რაქშასთან ერთად ნეპალში- ფართოდ გავრცელებული სატრანსპორტო საშუალებებია: ტაქსი(პატარა ზომის), მოტოციკლეტი და ველოსიპედი.
შიშაჩვენებურად ჩილიმი. ყველა ბარისა და რესტორნის მენიუს განუყრელი შემადგენელი ნაწილი.
ჰაშიში- ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკული საშუალება ნეპალში, რომელსაც სთავაზობენ ყველას და ყველგან. კატმანდუს ქუჩებში სიარულისას მუდმივად გვესმოდა ჩურჩულით ნათქვამი ჰშშ. ოფიციალურად აკრძალულია და კანონითაც ისჯება, უფროსწორად პოლიცია თუ დაგიჭერს ჯარიმაა, მაგრამ მე იქ ამის გამო დაჭერილი არავინ მინახავს.
პაშმინაანუ ქიშმირი და მისგან დამზადებული სხვადასხვა საქონელი, ძირითადად კაშნეები. თურმე ნეპალური ქიშმირი გამოირჩევა თავისი მაღალი ხარისხით. ეს გამოწვეულია ჰიმალაებში მცხოვრები მთის თხების ბეწვით, რომლებსაც ცივი კლიმატის გამო აქვთ განსაკუთრებულად თბილი და ამავდროულად მსუბუქი ბეწვი.
შესაბამისად ნეპალელები დიდი სიამაყით ჰყიდიან უმაღლესი ხარისხის ქიშმირისგან დამზადებულ კაშნეებს ყოველ ნაბიჯში და დიდი არჩევანიც აქვთ.
რუპიაგახლავთ ნეპალური ფული. 1ლარი დაახლოებით უდრის 50 რუპიას. ფული, ნეპალელებისთვის საარსებო საშუალებასთან ერთად, ვაჭრობის საშუალებაცაა. ნეპალში ნებისმიერი ნივთის შეძენისას, ან თუნდაც ტაქსით ვაჭრობისას- მუდმივად გიწევს ვაჭრობა. თუ რათქმაუნდა არ გაქვს სურვილი ხუთმაგი გადაიხადო. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა , როცა 1000რუპიად დაფასებულიო ნივთი ბოლოს 200-ად გვიყიდია, ან 700-ად დაფასებულ მგზავრობაში - 300 გადაგვიხდია. ერთ ნივთზე ვაჭრობა შეიძლება ერთ საათს გაგრძელდეს, ნეპალელები ადვილად მოგყვებიან ფასზე , თუ რათქმაუნდა უღირთ, თუ არადა შენს შეთავაზებულ ფასზე უბრალოდ გულიანად გაიცინებენ და თბილად გამოგემშვიდობებიან.
ჯერჯერობით აქ უნდა გავწყვიტო, კიდევ იმდენი რამე მახსენდება II ნაწილსაც მალე შემოგთავაზებთ, რომელიც ნეპალური სასმელ–საჭმელებსა და კიდევ სხვა მნიშვნელოვან ადგილებს მიეძღვნება.

22 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

აუუუუუუუუუუუუ ავყმუვლდიიი!! რა მაგარიაა ♥♥♥ აუცილებლად უნდა ვესტუმრო ნეპალს : ))

Sophie שרה Golden said...

რა ლამაზი ადგილია. განსაკუთრებით თევზის კუდი მომეწონა. წარმომიდგენია, რამხელა გამოცდაა მთამსვლელებისთვის, ჯერ მეც კი გული ამიჩქროლდა და "აცოცება" მომინდა :)

უბრალოდ said...

აუცილებლად წადი ჩორვენ :*

ჰო სოფი, ყველაზე ლამაზი ეგ მწვერვალი ჩანდა, მიუხედავად იმისა რომ სხვები მასზე მაღლები იყო :)

Lalena said...

რაც უნდა მეკითხა ყველაფერზე პასუხი პოსტშია, მოკლედ ძალიან მომეწონა პოსტიც, ფოტოებიც და შთაბეჭდილებებიც დაველოდები მეორე ნაწილს იმიტომ რომ იქაური კერძები ნამდვილად მაინტერესებს :)))

Kate said...

ვაიმე რა კარგი პოსტი იყო... გემრიელი :)

ნამასტე ძალიან მაინტერესებდა რა იყო.

ეჰ :)))

მე-ხათო said...

მეორე ნაწილს ველოდები :) მალემალე : ))

Unknown said...

უუმ ♥ ♥

Unknown said...

უუმ ♥ ♥

oakleyses said...

ferragamo shoes, supra shoes, abercrombie and fitch, ray ban pas cher, wedding dresses, nfl jerseys, reebok outlet, hermes, juicy couture outlet, air max, lululemon, p90x, ghd, timberland, mulberry, lancel, hogan, new balance shoes, birkin bag, mont blanc, asics, nike air max, ugg boots, soccer jerseys, hollister, rolex watches, north face outlet, beats by dre, montre pas cher, nike free, louis vuitton, ugg boots, herve leger, chi flat iron, vans, ralph lauren, oakley pas cher, jimmy choo, insanity, converse shoes, louis vuitton, karen millen, celine handbags, bottega veneta, marc jacobs, soccer shoes, mcm handbags, yoga pants, burberry, valentino shoes

oakleyses said...

oakley outlet, moncler outlet, oakley vault, rayban, ray-ban, canada goose outlet, oakley vault, oakley sunglasses cheap, cheap sunglasses, cheap oakley, ugg boots, ugg, ray ban, ralph lauren, oakley vault, ray ban outlet, raybans, ray ban, cheap sunglasses, ray ban sunglasses outlet, louboutin, oakley, cheap sunglasses, canada goose, canada goose, canada goose, cheap oakley sunglasses, cheap oakley sunglasses, ray bans, oakley sunglasses outlet, oakley sunglasses cheap, oakley sunglasses outlet, discount oakley sunglasses, ray ban, ray bans, rayban, cheap oakley sunglasses, tn pas cher, ray ban outlet, oakley outlet, oakley outlet, moncler, oakley sunglasses outlet, canada goose, gucci, moncler, moncler, canada goose outlet, oakley sunglasses cheap

oakleyses said...

coach factory, oakley sunglasses, polo ralph lauren outlet, kate spade outlet, michael kors, ray ban sunglasses, michael kors outlet, louboutin, ray ban, longchamp, louis vuitton handbags, air jordan, louboutin, prada handbags, gucci outlet, oakley sunglasses, prada outlet, coach outlet store, nike shoes, louis vuitton, polo ralph lauren, air max, michael kors outlet, louboutin, michael kors outlet, toms shoes, tory burch outlet, burberry outlet online, tiffany and co, air max, jordan shoes, nike air max, coach outlet, true religion jeans, oakley sunglasses, ray ban sunglasses, burberry outlet online, nike free, michael kors, true religion outlet, louis vuitton outlet online, true religion, chanel handbags, polo ralph lauren outlet, coach purses, nike air max, nike free, ralph lauren, longchamp outlet

oakleyses said...

burberry outlet, air max, prada handbags, burberry outlet, michael kors outlet, uggs outlet, michael kors outlet, oakley sunglasses cheap, christian louboutin, michael kors outlet, prada outlet, oakley sunglasses, tiffany and co, michael kors outlet, air max, nike free, cheap oakley sunglasses, oakley sunglasses, louis vuitton outlet, jordan shoes, michael kors outlet, ugg outlet, polo ralph lauren, gucci outlet, ray ban sunglasses, louboutin outlet, kate spade outlet, rolex watches, cheap uggs, louis vuitton outlet stores, oakley sunglasses, replica watches, louis vuitton outlet, louboutin, longchamp handbags, louis vuitton handbags, louboutin shoes, ray ban sunglasses, ugg boots clearance, polo ralph lauren outlet, nike shoes, louis vuitton, longchamp handbags, tiffany and co, michael kors outlet online sale, longchamp outlet

oakleyses said...

kate spade handbags, nike free, oakley pas cher, nike free pas cher, longchamp, sac burberry, timberland, new balance pas cher, vans pas cher, ray ban pas cher, michael kors uk, polo lacoste, polo ralph lauren, nike tn, true religion jeans, nike blazer, true religion jeans, coach outlet, vanessa bruno, air max, hollister, michael kors outlet, true religion outlet, sac hermes, abercrombie and fitch, north face, air jordan, replica handbags, hollister, michael kors, coach outlet store online, air max, converse pas cher, true religion outlet, nike roshe, lululemon outlet online, north face, mulberry, nike air force, nike air max, sac guess, hogan outlet, ray ban sunglasses, air max pas cher, nike roshe run pas cher, michael kors pas cher, ralph lauren, sac longchamp pas cher, louboutin, coach purses

xumeiqing said...

20161110meiqing
ugg boots
adidas yeezy
rayban
pandora charms
oakley vault sunglasses
ugg outlet
levis outlet online
michael kors canada
louis vuitton outlet
cheap uggs

Anonymous said...

მოგწყინდათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და პირადი სატრანსპორტო საშუალების შესაძენად საკმარისი თანხის შეგროვებას ვერ ახერხებთ? https://sesxebi365.com/company/onlinecredit გააფორმეთ ონლაინ სესხი და ბოლოს და ბოლოს შეიძინეთ თქვენი ავტომობილი.

John said...

birkenstock outlet
pandora charms sale
fred perry polo shirts
yeezy boost 350
thunder jerseys
adidas outlet store
cheap nfl jerseys
oakley sunglasses outlet
polo ralph lauren outlet
gucci
20170328yuanyuan

Unknown said...

mt1108
ugg boots
louis vuitton outlet
ralph lauren outlet
canada goose jackets
adidas yeezy shoes
cheap jordans
canada goose clothing
uggs outlet
ugg boots
coach outlet online
mt1108

QQQQQQQQQ said...

yeezy boost 350
nike air force
moncler jacket
nike air presto
af1
nike sneakers
nike free run
nike react
ferragamo belt
ysl handbags

Unknown said...

20181110 orf
canada goose outlet
ralph lauren polo shirts
new york knicks jersey
yeezy boost 350
nike outlet
nike factory outlet
fitflops shoes
gucci outlet
canada goose outlet
ecco shoes

cara menggugurkan hamil said...

now present in your city
1. manfaat kurma untuk persalinan
2. manfaat buah nanas
3. aktivitas penyebab keguguran
4. apakah usg berbahaya
5. penyebab telat haid
6. cara melancarkan haid
7. cara mengatasi keputihan

yanmaneee said...

curry shoes
nike air force
yeezy 700
hermes online
balenciaga trainers
nike air max shoes
curry 6
air jordan
bape hoodie
jordan 11

slono said...

i thought about this great site click for info find this Learn More Here bags replica gucci