Wednesday, April 11, 2012

მამა ღმერთი კი არ ვარ...

მას შემდეგ რაც უმუშევარი დავრჩი ჩემი ყოველი დილა ვაკანსიების საიტებზე შესვლით იწყება. საკმაოდ კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და ხშირად არ ვაგზავნი CV-ს თუ დარწმუნებული არ ვარ , რომ შევძლებ.
თითქმის ყოველდღე ვაწყდები ისეთ ვაკანსიებს , რომლებიც მაოცებენ და მაშფოთებენ. გარდა იმისა რომ ვაკანსიის დასახელება ხშირად არ შეესაბამება ჩამოთვლილ მოთხოვნებს , ხშირად მოთხოვნები ადამიანური შესაძლებლობების საზღვრებს თითქმის სცილდებიან.

მოდით მაგალითისთვის განვიხილოთ ერთერთი კომპანიის "ოფისის მენეჯერის" ვაკანსია:
  1.კლიენტებთან ურთიერთობა: მიღება / გადამისამართება;
  2.სატელეფონო ზარების პასუხი / გადამისამართება;
  3.ორგანიზაციის Twitter / Facebok / WEB გვერდების მართვა;
  4.საჭიროების შემთხვევაში თარგმნა;
  5.საბუღალტრო საბუთების გამოწერა / მოწესრიგება;
  6.სტატისტიკის წარმოება;
  7.ოფისის მომარაგება;
  8.ოფისისთვის სხვა აუცილებელი საქმიანობა.
ჩამოთვლილთაგან პირველ, მეორე და ბოლო პუნქტს მივაკუთვნებდი ოფისის მენეჯერის ფუნქცია–მოვალეობებს, რაც შეეხება თარგმნას– ეს მთარგმნელის საქმეა, საბუღალტრო საბუთების გამოწერა– ბუღალტრის, სტატისტიკის წარმოება– ან HR-ის ან გააჩნია სტატისტიკას, ოფისის მომარაგება– ოფისის მომმარაგებლის, ხოლო Twitter / Facebok / WEB გვერდების მართვა– ან ახალი მედიის სპეციალისტის (რომელიც ნელნელა უკვე მკვიდრდება , როგორც თანამდებობა) ან ვებგვერდის მმართველის ან PR-ის.

გასაგებია, შეიძლება პატარა კომპანიებს არ აქვს იმდენი საშუალება, რომ ამდენი კადრი აიყვანოს, მაგრამ ნამუსიც ხომ კარგი საქონელია? შეიძლება ბევრმა მითხრას შენ არ გინდა , სხვა გაატარეო, მაგრამ აქ ჩემზე არაა, არც იმაზე, რომ მე შეიძლება სრულიად ვაკმაყოფილებ ყველა პუნქტს, უბრალოდ მსგავსი ვაკანსიის გამომცხადებელ კომპანიაში მუშაობის არანაერი სურვილი არ მაქვს.

გავეცნოთ კიდევ ერთ მაგალითს
ადმინისტრაციული თანაშემწის პოზიციაზე ერთ-ერთი კომპანიისთვის
ძირითადი მოვალეობები ( ფრჩხილებში ვუთითებ ჩემს შენიშვნებს)
  • საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპანიის პარტნიორებთან, ინვესტორებთან, სერვისის მომწოდებლებთან;
  • სათაო ოფისისთვის ყოველთვიური ანგარიშის მომზადება
  • ხელშეკრულებების გაფორმება სერვისის მომწოდებლებთან (სადაზღვევო კომპანია, მობილური ოპერატორი, სასტუმრო და სხვა).
  • მუდმივი მონიტორინგი მათ მიერ მოწოდებული სერვისის გამართულ მუშაობაზე, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე;
  • სამთავრობო შეხვედრების ოქმების შედგენა (ინგლისურად და ქართულად);
  • თანამშრომლებთან შრომითი კონტრაქტების გაფორმების ორგანიზება; (HR-ის საქმეა)
  • საჭიროების შემთხვევაში პრეს-რელიზის, ინფორმაციული და სარეკლამო სტატიის მომზადება; (PR-ის საქმეა)
  • მედიასთან ურთიერთობა; (PR-ის საქმეა)
  • სარეკლამო მასალის დამზადების ორგანიზება;
  • კომპანიის ვებ გვერდის შექმნაში, დახვეწაში მონაწილეობის მიღება;(მონაწილეობის მიღებას კიდე არაუშავს, იმედია ინფორმაციის დაწერასაც არ მოსთხოვენ და მართვას)
  • საქართველოში კომპანიის წარმომადგენლის შეხვედრების და თათბირების ორგანიზება;
  • უცხოელი სტუმრების დახვედრის ორგანიზება; (ოფისმენეჯერი)
  • კორესპონდენციის მონიტორინგი და დაარქივება;
  • კომპანიის წარმომადგენლის მივლინებების ორგანიზება; (HR-ის საქმეა)
  • წერილობითი თარგმანის უზრუნველყოფა ინგლისურიდან ქართულად და პირიქით; (წინა განცხადებაში ეს ოფისის მენეჯერს ევალებოდა :)
  • თანამშრომელთა შინაგანაწესის პერიოდული დახვეწა და მათი მხრიდან წესების დაცვის კონტროლი; (HR-ის საქმეა)
მაპატიეთ , მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მთელი ორგანიზაცია ეს ერთი კაცი უნდა იყოს? აბა სხვები რას აკეთებენ?
პრინციპში რაღა ვთქვა, ალბათ იმაზეც მადლობა უნდა ვთქვათ , რომ წინასწარვე გვაფრთხილებენ და გვამზადებენ ექსპლუატაციისთვის.

4 comments:

babisa said...

სამწუხარო რეალობა
და ჰო, როგორც თქვი, ალბათ ეგეც კარგია, რომ ჯერ გეუბნებიან მაგას და თუ გინდა აგზავნი, თუ არა და - არა
ზოგჯერ და ხშირად კი, გააგზავნი ერთ პოზიციაზე,მიხვალ მეორე პოზიციაზე, სხვას გეტყვიან და რეალურად სვხას გავალებენ
და მთავარი - დროთა განმავლობაშ მოვალეობები იზრდება, გეტენება და ეს ხელფასზე არ აისახება :|

თემო said...

აქ "ხელფასი 200 ლარი"–ც ეწერებოდა ბოლოში :) დროთაგანმავლობაში ახალი დავალებების "შეტენვა", (თან არანაკლებ იმისა რაც ძირითადია) , ეგ ჩვეულებრივი მოვალეობაა საქართველოში.

Kate said...

ვაიმე, მართლა რა კოშმარია. :((((

Unknown said...

ugg outlet
ugg boots
louis vuitton handbags
tiffany outlet
ray ban sunglasses
moncler outlet
michael kors handbags
the north face outlet
thomas sabo uk
jordan shoes
true religion jeans
jordan shoes
michael kors outlet
michael kors factory outlet
soccer jerseys
cheap nba jerseys
louis vuitton bags
the north face
timberland boots
adidas wings
cheap jordans
ugg australia
tory burch outlet
air jordan shoes
the north face outlet store
mulberry outlet
ralph lauren uk
pandora jewelry
coach outlet online
lululemon outlet
soccer jerseys
mbt shoes
ray ban sunglasses
swarovski outlet
1029maoqiuyun