ბოლო ორი დღე Open Air-ზე გავატარე. ძალიან დამღლელი იყო , ფეხზე დგომა, ხტუნაობა, ხშირად ულუდობაც და უტვალეტობაც (რიგების გამო) , მაგრამ მაინც ვისიამოვნე. ძალიან გამიხარდებოდა ასეთი ფესტივალები ხშირი რომ იყოს. ხალხის მუსიკალური გემოვნებაც დაიხვეწება და ნელნელა ახალგაზრდები ისწავლიან ფესტივალებზე და ზოგადად ბევრ ხალხში მოქცევის კულტურას.
ДДТ-ემ გაასწორა!
ლოგიკა და გადაწყვეტილებები: დღეს ამ თემაზე ფიქრით გამეღვიძა და დავასკვენი რომ იმ საკითხზე , რასაც გარკვეული ლოგიკა მაინც აქვს, გაცილებით ადვილია გადაწყვეტილების მიღება. მე მიყვარს ლოგიკური გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებები, რომლებზეც კიდევ ერთხელ დაფიქრება და აწონ–დაწონვაც აღარაა საჭირო.მომსახურება და ნერვები: ამ თემაზე ნამდვილად ღირს ერთი დიდი პოსტის დაწერა, მაგრამ სანამ თავს მოვაბამ, აქ ვიტყვი. ამ ბოლო ხანს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი როგორ გვიჭირს მომსახურების ხარისხში, უფროსწორად საერთოდ არ გვაქვს. ამ ბოლო ერთ თვეში ძალიან ბევრი საკითხის მოგვარება მომიწია და მომსახურების საკმაოდ ბევრ სფეროსთან მქონდა შეხება. მინდა გითხრათ, რომ არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, რომელიც გართულებების და გაურკვევლობების გარეშე დამთავრებულიყოს. გაურკვევლობას კიდე ვინ ჩივის, ხშირად უზრდელობას, უხეშობასა და უპასუხისმგებლობას ჰქონდა ადგილი. ნერვების მოშლის გარეშე ერთი საკითხიც კი არ მოგვარებულა!
ცვლილებები: ვერ ვიტყვი, რომ პოზიტიური ცვლილებები არ მიყვარს, მაგრამ ის კი არ მომწონს რომ ყველა ცვლილების წინ შინაგანი ფორიაქი და შფოთი არ მასვენებს. საკმაოდ მტკივნეულად განვიცდი ისეთ ცვლილებებს, რომელიც ფიზიკურ გადაადგილებასთან არის კავშირში. მაგალითად ვშფოთავ ყველა ფრენის წინ, იმიტომ კი არა რომ ფრენის მეშინია, იმიტომ რომ მივდივარ, ადგილს ვიცვლი. მიუხედავად იმისა , რომ ეს წასვლა შეიძლება სასიამოვნოსთან არის კავშირში.
ახლა კი ერთი დიდი სტრესის წინაშე ვდგავარ . ვიცვლი საცხოვრებელ ადგილს. იმ ადგილს, სადაც ბოლო 25 წელი გავატარე. ადგილს, რომელთანაც თითქმის ყველა ბავშობისდროინდელი მოგონება მაკავშირებს. ვტოვებ ჩემს ოთახს, რომელიც საწოლი ოთახიც იყო, სამზარეულოც და კაბინეტიც ჩემთვის. ანუ მთელი ჩემი სამყარო. რაღა დაგიმალოთ და ნამდვილად არ არის ადვილი.
გრძნობები და ემოციები : ვცდილობ არაფერზე არ ვიფიქრო, არაფერი არ ვიგრძნო და არაფერი არ განვიცადო ცხოვრების ამ ეტაპზე. მინდა უბრალოდ ზედმეტმა ემოციებმა და გრძნობებმა არ შემაწუხოს და რაციონალური გონება შევინარჩუნო.
მოლოდინები: ძალიან მინდა მქონდეს კარგი მოლოდინები მომავლის მიმართ. ვცდილობ ყველაფერი პოზიტიურად წარმოვიდგინო და შესაბამისი განწყობა შევიქმნა. მინდა ვიყო ძლიერი და დავუშვა რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა, გავუფრთხილდე სხვებს და გამიფრთხილდნენ ისინიც. ვიცი რომ ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება და მინდა რაც შეიძლება საინტერესო , მრავალფეროვანი, ამავედროს გაწონასწორებული და მშვიდი იყოს ის!
3 comments:
Go ahead!
კიდევ ერთხელ გილოცავ ახალი ცხოვრების დაწყებას მასთან ერთად.
ცვლილებებს რაც შეეხება - მე სასწაულად მეშინია.
ugg outlet
ugg boots
louis vuitton handbags
tiffany outlet
ray ban sunglasses
moncler outlet
michael kors handbags
the north face outlet
thomas sabo uk
jordan shoes
true religion jeans
jordan shoes
michael kors outlet
michael kors factory outlet
soccer jerseys
cheap nba jerseys
louis vuitton bags
the north face
timberland boots
adidas wings
cheap jordans
ugg australia
tory burch outlet
air jordan shoes
the north face outlet store
mulberry outlet
ralph lauren uk
pandora jewelry
coach outlet online
lululemon outlet
soccer jerseys
mbt shoes
ray ban sunglasses
swarovski outlet
1029maoqiuyun
Post a Comment