არ გამოტოვო ნამდვილი სიამოვნება/სიხარული შენს ცხოვრებაში!
ამ ბოლო დროს ხშირად ვუსმენ Joel Osteen-ის გამოსვლებს და დადებითი ენერგიით ვივსები. არ მაინტერესებს რა რელიგიის წარმომადგენელია ეს ადამიანი, ჩემთვის მთავარი ისაა, რომ მართლაც შთაგონებით მავსებს ეს საუბრები და მშვიდი, ჰარმონიული, გაწონასწორებული ცხოვრებისკენ მიბიძგებს.
დღეს გადავწყვიტე მისი ერთერთი Speech–ი შემოგთავაზოთ, რომელსაც Dont miss the Real Joy in your Life ქვია და იგი ოჯახისა და სამსახურის ბალანსს, მიზნებსა და მათ მისაღწევად დახარჯულ დროს ეხება, ასევე იმას იმას თუ რა უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი ცხოვრებაში.
წინასწარ ბოდიშს მოგიხდით ინგლისურიდან ჩემი თარგმანისთვის. დიდი დრო არ დამიხარჯავს წინადადებებების დალაგებაზე. ეს არც სიტყვა სიტყვით თარგმანი არ გახლავთ , მაგრამ ძირითად გზავნილს გაიგებთ. ვისაც შეგიძლიათ ინგლისურად გაგება – გთავაზობთ ვიდეოს.
ზოგჯერ იმდენად მიმართული ვართ მიზნის მიღწევაზე– რომ სიამოვნებას ვერ ვიღებთ ცხოვრებისგან,იმდენად ორიენტირებულები ფულის გაკეთებაზე– რომ ფულის დახარჯვისთვის ენერგია აღარ გვაქვს საკუთარი შვილების გაზრდაც კი სტრესი ხდება ჩვენთვის და არა სიამოვნება. ყოველთვის არის ერთი მიზნის მიღწევის შემდეგ მეორე მიზანი, ერთ მთაზე ასვლის შემდეგ მეორე მთა. ისიც გვახსოვდეს , რომ ხანდახან შეიძლება მთელი ცხოვრება დავხარჯოთ რაღაც მიზნის მიღწევაში და მერე მიხვდეთ რომ ეს ის არ იყო ან შეიძლება ისეთ სიამოვნება სულაც ვერ მივიღოთ, როგორსაც ველოდით.
მხოლოდ დიდი მიზნებისთვის და მიღწევებისთვის ნუ იცხოვრებ, იცხოვრე ყოველდღიური სიამოვნებებით– ისიამოვნე მეუღლით, შვილებით, მიიღე მონაწილეობა მათ ცხოვრებაში , მიიღე და დააგროვე შთაბეჭდილებები მათთან ერთად, ყოველდღიურად უთხარით მათ როგორ გიყვარს. იცოდე შენი ოჯახისთვის რამდენად მნიშვნელოვანი ხარ, ნუ მიიღებ მათ სიყვარულს და მათ არსებობას შენს ცხოვრებაში გარანტირებულად.
ზოგჯერ იმდენად დაკავებულები ვართ რომ გვავიწყდება ცხოვრება, თუ ოჯახს არ დავაყენებთ პრიორიტეტად –ყოველთვის იქნება საქმე ოფისში მაგრამ ,სამწუხაროდ, შენს უკანასკნელ დღეებში სამსახური ვერ გაგიწევს კამპანიას. თუ მთელ შენს ენეგრიას დაახარჯავ სამსახურს და კარიერას, მაშინ შენი ინვესტიციის ნაკლებობა( დროის, ენერგიის) ოჯახში– მარტოსულად გაქცევს. უნდა თქვა რომ ეს საქმე ხვალაც აქ იქნება ამიტომ უნდა ავდგე და წავიდე და ოჯახს დავუთმო დრო. თუ ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ გამოვა რომ შენს ოჯახს მუდმივად დარჩენილ ენერგიას დაუთმობ, რაც არ იქნება საკმარისი. გახსოვდეს ისინი უფრო მეტს იმსახურებენ. მე ვამჯობინებდი მქონოდა უფრო ნაკლები ფული, ვიდრე ვიყო იმდენად გადაღლილი სამსახურით რომ არასდროს მქონდეს ენერგია და დრო რომ ვისიამოვნო ჩემი ოჯახით.
მე არ მინდა ჩემი შვილები გაიზარდნონ ისე რომ არ მიცნობდნენ. ჩვენი შვილები ამ ასაკის მხოლოდ ერთხელ იქნებიან. არ იყო ისეთი დაკავებული და ისეთი დაღლილი რომ არ შეგეძლოს შვილებთან თამაში, მეუღლესთან დაჯდომა– ისტორიების მოყოლა და გულიანი სიცილი. გახსოვდეს შენს ოჯახს სჭირდება იმის ცოდნ,ა რომ შენ ზრუნავ, სჭირდება შენი ღიმილი, გამხნევება, ცოდნა. მთავარი ის არი არის უბრალოდ სახლში იყო მათთან ერთად, მნიშვნელოვანი ისაა რომ – ჩართული იყო მათ ცხოვრებაში და ისიამოვნო ამით. მიიღეთ სიამოვნება იმისგან რაც გაქვთ, ნუ იქნებით იმდენად სტრესში სამსახურისგან რომ გამოტოვოთ თქვენი შვილების ცხოვრება.
ღმერთი გვაძლევს მზეს ყოველ დილას, ვარსკვლავებს ყოველ საღამოს, საყვარელ ადამიანს, შვილებს– იღებთ სიამოვნებას ამ ყველაფრისგან? აფასებთ ამ ყველაფერს? არსებობენ ადამიანები , რომლებსაც რათქმაუნდა ძალიან უყვართ შვილები , მაგრამ ვერ იღებენ სიამოვნებას მათი გაზრდით და ურთიერთობით, მხოლოდ იმას აქცევენ ყურადღებას დაწერეს თუ არა დავალება და ა.შ.
მახსოვს ჩემი ქალიშვილი პატარა რომ იყო ღამე ხშირად იღვიძებდა და ჩვენს ოთახში მოდიოდა. რამდენიმე ღამის მერე ვუთხარი ჩემს ცოლს რომ რაღაც უნდა გვექნა ამის თაობაზე. მან კი ისეთი რამ მიპასუხა, რაც არასდროს დამავიწყდება. ჯოელ იცოდე 20 წლის შემდეგ შენ რას არ გაიღებ რომ მოისმინო ჩვენი ოთახისკენ მომავალი ამ პატარა ნაბიჯების ხმა. ამან შეცვალა მთელი ჩემი ხედვა. მე დავიწყე იმ მომენტების დაფასება , რომელსაც მასთან ერთად ვატარებდი.
მარტივი რაღაცეებია რაც გვამახსოვრდება, დიდი ფული არ სჭირდება შვილებთან და ცოლთან ერთად სასიამოვნოდ დროის გატარებას. მახსოვს როცა პატარები ვიყავით, დიდი შემოსავალი არ ჰქონდა ჩვენს ოჯახს , დედაჩემი და მამაჩემს მივყავდით აეროპორტში, მატარებელი უფასო იყო, დავეხეტებოდით ტერმინალიდან ტერმინალში და თავი გასართობ ცენტრში გვეგონა. სწორედ ეს არის ერთ–ერთი საუკეთესო მოგონება ჩემი ბავშობიდან.
იმდენი რამე გვახვევია ირგვლივ– ტელევიზორი უამრავი არხებით, ინტერრნეტი, ტელეფონი, სადაც არ უნდა გაიხედო რაღაც შეგხვდება, რაღაცა გასართობი, რაღაც ისეთი, რომ დაკავდე. თუ ფრთხილად არ ვიქნებით– ყოველთვის დაკავებულები ვიქნებით ამ ტექნოლოგიებით და საკუთარი და ოჯახის ცხოვრებაც გვერდზე დაგვრჩება. გამორთე ტელევიზორი და გადი გარეთ, გაისერინე შვილებთან ერთად. ცხოვრება ის არ არის რა გვაქვს ან არ გვაქვს– ცხოვრება ისაა რასაც ჩვენ გავხდით ცხოვრებად.
მეგობრებო თუ გყავთ ადამიანები თქვენს ცხოვრებაში, რომელიც გიყვართ– თქვენ მდიდრები ხართ!
თუკი ჯანმრთელები ხართ– თქვენ მდიდრები ხართ!
თუ გესმით თქვენი შვილის ნაბიჯების ხმა– მდიდრები ხართ!
თუ შენს ოჯახთან შეგიძლიათ დაჯდომა, დროის გატარება და საუბარი– მდიდრები ხართ!
შეჩერდი და დაიწყე მარტივი რაღაცეების დაფასება და ისიამოვნე ცხოვრებით, იმას დაუთმე დრო, რაც უფრო ფასეულია . გამოყავი დრო იმისთვის რომ ჩაეხუტო შვილებს, აკოცო მეუღლეს, დაურეკო მშობლებს და მოიკითხო . თუ კი ასე იცხოვრებ , ცხოვრების ბოლოს არ გექნება სინანულის შეგრძნება და იტყვი რომ მე ვისიამოვნე ჩემი ოჯახით, ჩემი მეგობრებით–შესაბამისად მე ვიცხოვრე სავსე ცხოვრებით.
P.S. ვიდეოს ყურების შემდეგ დამაინტერესა ხალხის აზრი და განწყობა და პირველი რამდენიმე კომენტარი წავიკითხე. უცბად ეს მომხვდა თვალში: "rcak20093 weeks ago
It was just yesterday that I brought my son home for the first time. He is now 19 years old"
19 comments:
Anonymous
said...
An outstanding share! I've just forwarded his onto a friend whoo had been conducting a little homework on this. And he inn fact bought me breakfast simply because I found iit for him... lol. So let me reword this.... Thank YOU for the meal!! But yeah, thanx ffor spending tthe time too talk about this issue here on your web site.
Usually I don't learn posxt on blogs, but I would like too say that this write-up very compelled me to take a look at and do so! Your writing taste has been surprised me. Thanks, quite great post.
Dr Cevik starts with a big Chinese study that traced 2,147 close contacts of 157 confirmed Covid 19 cases. The overall infection rate Coach Outlet was six per cent, but it New Jordan Shoes 2020 was much higher among friends (22 per cent) and family members (18 per cent). In terms of location, the main risk factors Ray Ban Outlet were homes (13 per cent) transport (12 per cent) and dinner and entertainment (seven per cent)..
(2018) 'Dynamic assessment : a case of unfulfilled potential?', Educational review., 70 (1). Pp. 7 17. Moment I got put down in Coach Outlet Store the sixth round, a lot of people know my brother Gary passed away, he was a very good fighter and if I had Yeezy Boost 350 have lost that fight I would never have fought again, it would have Yeezy Discount been a box that hadn been ticked and it would have eaten away. So, I was just so prepared to leave everything in the ring that night that a body shot was never going to keep Ray Ban Glasses me down, fast forward to the 12th round and hearing Michael Buffer say, the new I still can believe it. I achieved what I set out Coach Handbags Clearance to do..