Tuesday, November 25, 2014

შეაჩერე ძალადობა!

დღეს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს 1981 წლის 25 ნოემბრიდან აღნიშნავენ და მის აღნიშვნას საფუძვლად დაედო 1960 წლის 25 ნოემბერს დომინიკის რესპუბლიკაში სამი დის: მინერვა, პატრია და მარია მირაბალების მოკვლის ფაქტი. დები პოლიტიკური აქტივისტები იყვნენ და იმ დროს დომინიკის რესპუბლიკაში მოქმედი დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ  იბრძოდნენ. სწორედ ამ რეჟიმის საიდუმლო პოლიციამ დახოცა დები იმ დროს, როცა ისინი თავიანთი დაპატიმრებული ქმრების სანახავად ციხეში მივიდნენ.
მანამდეც და მას შემდეგაც კიდევ ბევრი ფსიქოლოგიური, ფიზიკური, სექსუალური თუ ეკონომიკური ძალადობის ფაქტი დაფიქსირებულა. საქართველოში წელს პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მხრიდან ქალთა მკვლელობის 20-ზე მეტი შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები 92.3%-ით გაიზარდა. კერძოდ, შსს-ს დეტალური სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის სექტემბერში აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის 26 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2014 წლის სექტემბერში - 50 ფაქტი.

"ქორწინებაში მყოფი ყოველი მე-11 ქალი საქართველოში აღიარებს, რომ გამხდარა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ქალთა 34 %  ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებად მიიჩნევს. ქალთა 50 % კი ფიქრობს, რომ ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება. საქართველოში ქალთა 14.3% ემოციური ძალადობის მსხვერპლი და  ქალთა 6,9 % ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ქალთა 2,3%-ს კი გამოცდილი აქვს ფიზიკური და სექსუალური ძალადობა.

ქალების 38, ხოლო მამაკაცთა 54% მიიჩნევს, რომ ცოლმა ოჯახის შენარჩუნების მიზნით გარკვეული შეურაცხყოფა უნდა აიტანოს. აქ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროცნეტულად ოჯახის შენარჩუნების მიზნით ქალმა მეტი შეურაცხყოფა უნდა აიტანოს, ვიდრე მამაკაცმა." (საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით ჩატარებული კვლევა)

მთლიანობაში, ყველა კვლევის შედეგები ერთად აჩვენებს, რომ "საქართველო კვლავ მასკულინური, პატრიარქალური ქვეყნაა, რომელში, დომინანტური პოზიცია კაცებს უჭირავთ... რომ კაცები მეტად ამართლებენ ამგვარ დომინანტურ პოზიციას, ვიდრე ქალები. ქალებმა კი იციან, რომ მათი როლი დაქვემდებარებულია და რომ ბევრი რამის დათმობა უწევთ. ამან, თავის მხრივ, არ შეიძლება არ გამოიწვიოს სტრესი, უარყოფითი ემოციები. ამის კომპენსაციისთვის, ქალები ირჩევენ ტანჯულის როლს და ამით ამაყობენ. მათი აზრით, ქართველი ქალი, სხვა ქვეყნის ქალებთან შედარებით, მეტი ამტანობით გამოირჩევა. მით უმეტეს, რომ საზოგადოებაც მოითხოვს ქალისაგან, მოითმინოს შეურაცჰყოფა ქმრისგან ოჯახის შენარჩუნების მიზნით და იყოს ამტანი, ნაზი, დამთმობი, ოჯახის ერთგული ადამიანი. "

ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი გენდერული უთანასწორობაა, რომელსაც ადგილი აქვს ყველა სფეროში და ფესვები აქვს გადგმული საზოგადოების ცნობიერებაში. The Global Gender Gap Index 2014 წლის მონაცემებით საქართველო 85–ე ადგილზე იმყოფება –142 ქვეყანას შორის, ხოლო პირველ ხუთეულში სკანდინავიის ქვეყნები ისლანდია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი და დანია ინაწილებენ პოზიციებს.

რამდენიმე წლის წინ  სწორედ ამ ინდექსის მესამე ადგილას მყოფ ქვეყანაში, ნორვეგიაში გავიარე კურსი სახელწოდებით „გენდერული თანასწორობა სკანდინავიის ქვეყნებში“. ერთ–ერთ ლექციაზე ვახსენე რომ საქართველოში  ქალთა უფლებების დაცვის და ოჯახში ძალადობის პრევენციის პროექტების უმრავლესობა ნორვეგიის მთავრობის და შვედეთის მსხვილი ორგანიზაციების: შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) და შვედური ფონდის“ ქალები-ქალებისთვის“ (Kvinna Till kvinna) მიერ არის დაფინანსებული.
ამ ფაქტმა ჩემი ამერიკელ და აფრიკელ ჯგუფელები გააკვირვა და ლექტორს ჰკითხეს თუ რატომ ეხმარება სკანდინავია საქართველოს ასე აქტიურად. ჩემს ლექტორს ამის თავისებური ახნსა ჰქონდა. ის, რომ საქართველო ახლოსაა ევროპასთან, რომ ადრე თუ გვიან ალბათ ევროპაშიც შევა და რომ გახსნილი საზღვრების და დიდი მიგრაციის შემთხვევაში - ნორვეგიას არ სურს საქართველო და მისნაერი ქვეყნები ჩამორჩენილი იყვნენ ისეთ ძირეულ საკითხებში, როგორიც არის გენდერული თანასწორობა.

მე კიდე არ მსურს ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც ნორვეგია უფრო მეტს აკეთებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენთვის, ვიდრე ჩვენ თავად.  დღეს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანია იწყება, შევუერთდეთ მას, ყველამ იმ გზას და საშუალებას მივმართოთ, რაც გამოგვდის და შეგვიძლია  და „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“

5 comments:

Hoàng Trung Dũng said...



đốc thúc hắn tu luyện.

Lúc này, Lữ Tung cau mày đi về phía ba người, nói:

-Trương Đức Khôn, mấy năm không gặp, ngươi đã đến tầng thứ sáu Ngưng Khí Kỳ, còn nhớ rõ ước hẹn mười năm trước không?

Ánh mắt sư huynh họ Trương lóe lên, nhìn chằm chằm Lữ Tung, nói:
trung tâm kế toán tại tphcm, khóa học kế toán cho giám đốc, học kế toán tổng hợp, Hoàng Trung Dũng, hack game online, hình nền đẹp, video hài hước, thủ thuật internet, tin tức kế toán, tài liệu kế toán, dịch vụ tư vấn thành lập doanh nghiệp giá rẻ, brainy quotes, love quotes, dịch vụ kế toán trọn gói, dịch vụ dọn dẹp sổ sách, Dịch vụ báo cáo tài chính, kế toán, dịch vụ kế toán, trung tâm kế toán hà nội, dịch vụ kê khai thuế


-Đương nhiên là nhớ rõ.

Lữ Tung thở dài, ngồi ở bên cạnh, vỗ vỗ vào vai Vương Lâm, nói:

-Vương Lâm, phái Hằng Nhạc đã hữu danh vô thực rồi, ta nói một câu khó

nghe, nếu ngươi ở lại Huyền Đạo Tông, thì có nhiều cơ hội phát triển hơn

Anonymous said...

uproseno sesxebi saqartveloshi aiget sesxi onlain saxlidan gausvlelad uproblemod sesxebi

Unknown said...

2018926 leilei3915
ferragamo outlet
pandora charms
adidas yeezy
cheap ray ban
coach handbags
coach factory outlet
ralph lauren outlet
ralph lauren polo
adidas shoes for men
supreme shirts

Ada Smith said...

In the evening it happens that sidish is boring in the evening and you don’t know what to do with your desire to chevoto gamble, cool. Found this site swell real casino games online now sitting here all day. Money withdraw easily, cool design. I like everything

Ada Smith said...

I didn’t have enough good honest and conscientious people in my life so I was so scared to play all sorts of online games, slot machines, gamblingg But thank God, I got exactly on this site super gambling games real money ere, everything is honest and the conclusions are quick and everything is beautiful and clear.